"წლების შემდეგ სცენაზე პირველად დაბრუნდა "ყიფო" - რა სიურპრიზი ელოდება მაყურებელს "იქს ფაქტორის" ხვალინდელ ლაივ-კონცერტზე

"წლების შემდეგ სცენაზე პირველად დაბრუნდა "ყიფო" - რა სიურპრიზი ელოდება მაყურებელს "იქს ფაქტორის" ხვალინდელ ლაივ-კონცერტზე

მომღერალი სოფო ტოროშელიძე მაყურებელმა მუსიკალური პროექტით გაიცნო. წლების მანძილზე მისი კარიერა წარმატებულად განვითარდა და უკვე რამდენიმე სეზონია, რაც საკუთარ გამოცდილებას "ნიჭიერის" და "იქს ფაქტორის" დამწყებ კონკურსანტებს უზიარებს. სწორედ სოფოს დამსახურებით ყალიბდებიან ისინი პროფესიონალ მომღერლებად. Ambebi.ge "იქს ფაქტორის" მუსიკალურ ხელმძღვანელს სოფო ტოროშელიძეს პროექტის შესახებ ესაუბრა:

- სოფო, რითი არის წელს გამორჩეული "იქს ფაქტორი"?

- უკვე მერამდენე სეზონია ამ პროექტს ვაკეთებ და როგორც პროექტის მუსიკალური ხელმძღვანელი ვიტყვი, რომ ამდენი ნიჭიერი და ძლიერი კონკურსანტი პროექტში არასოდეს ყოფილა, ნამდვილად გამორჩეული თაობა მოვიდა. ეს რაღაც დოზით ალბათ დამთხვევაც არის, ყოველ სეზონზე გაკვირვებულები ვართ, უამრავი ნიჭიერი ადამიანის აღმოჩენით - როგორ იტევს ეს პატარა ქვეყანა ამდენ ნიჭიერ ადამიანს?! ამის გარდა თაობაც სხვანაირი მოდის, მათ უკვე მრავალფეროვან ინფორმაციასთან აქვთ წვდომა და ამას ალბათ ესეც განაპირობებს. როდესაც რეგიონებში პრეკასტინგებზე ჩავდივართ, გაოგნებული ვრჩები - ძალიან წინ არიან წასული ახალგაზრდები, ჯანსაღი და განვითარებული თაობა მოდის.

- რჩეული თუ გყავთ წელს პროექტში?

- იმდენი ხანია პროექტებს ვაკეთებ, ერთი გამორჩეული კონკურსანტი ჩემთვის არ არსებობს. ჩემი ამოცანაა მაქსიმალური ვაჩვენო მაყურებელს და მათი ინდივიდუალიზმი წარმოვაჩინო. ეს ბავშვები რომ სცენაზე დგანან, ამაში ჩემი დიდი წვლილი დევს. თითოეული ტური ამოცანაა ჩემთვის - ყველა კონკურსანტი იდეალური უნდა იყოს.

- მომთხოვნი ხართ?

- მომთხოვნი ვარ. თუმცა, მეც ბევრ რამეს ვსწავლობ ამ ბავშვებისგან, დიდი გამოცდილებაა ამდენ ნიჭიერ ადამიანთან ურთიერთობა. ხშირად ვცლით იდეებს. როგორც მე ვაძლევ მათ რჩევებს, ისინიც დიდ გამოცდილებას მაძლევენ.

- ერთიდაიგივე საქმის კეთება ნებისმიერი ადამიანისთვის მოსაბეზრებელია, თქვენ უკვე ბევრი წელია "იქს ფაქტორზე" მუშაობთ, რითი არის საინტერესო ეს პროექტი თქვენთვის?

- ყოველი სეზონი განსხვავებულია. სხვადასხვა ბრილიანტი მოდის ყველა სეზონზე, როგორც ალმასს არ ეკარგება ფასი, ზუსტად ასეა "იქს ფაქტორიც". ნიჭიერი ადამიანი რამდენჯერაც არ უნდა მოვიდეს, ყველა აღმოჩენა ჩემთვის საინტერესოა და ასევე, მრავალფეროვანია მაყრუებლისთვის. ამიტომ ელოდებიან ყოველთვის, ვინ იქნება "იქს ფაქტორის" გამარჯვებული, რომელსაც თავად ირჩევენ.

- ხვალინდელი ტურში რას ნახავს მაყურებელი?

- ხვალინდელი ტური ჩემთვის განსაკუთრებულია. წლევანდელი კონკურსის მონაწილეები ჩვენი სხვადასხვა პროექტების ვარსკვლავებთან მღერიან. ყველა ადამიანი, ვინც სცენაზე იდგება, ჩემთვის უძვირფასესია და ემოციური ტურია ჩემთვის. ტურსაც ვერ დავარქმევ, უბრალოდ მაგარი კონცერტი იქნება, რომლითაც ისიამოვნებს მაყურებელი. წლების შემდეგ პირველად დაბრუნდა სცენაზე ყიფო (თორნიკე ყიფიანი), რომელიც ალექსანდრე კიკვიძესთან იმღერებს. ასე რომ, მაგარი საღამო გელოდებათ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ