"სასურველია, მაქსიმალურად გავამკაცროთ ჰიგიენური პირობები" - ამირან გამყრელიძის რეკომენდაციები ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით

"სასურველია, მაქსიმალურად გავამკაცროთ ჰიგიენური პირობები" - ამირან გამყრელიძის რეკომენდაციები ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით

დაავადების კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ზაფხულის სეზონის დადგომასთან დაკავშირებით მოსახლეობას ჰიგიენური პირობების დაცვის გამკაცრებას ურჩევს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განუცხადა, ჯანდაცვის სისტემა ზაფხულის სეზონს მომზადებული ხვდება.

მისივე თქმით, საზოგადოებისათვის რეკომენდაციებს მათი ცენტრი უახლოეს დღეებში გამოაქვეყნებს. ამირან გამყრელიძის თქმით, უმთავრესი და ყველაზე მარტივი რეკომენდაცია ინფექციებისაგან თავის დასაცავად ჰიგიენური პირობების კიდევ უფრო გამკაცრებაა.

„რადგან ზაფხულში არსებობს მომატებული რისკი წყლის დაბინძურების ან სხვა გადამტანი ინფექციების გაჩენის, ამდენად სასურველია მაქსიმალურად დავიცვათ და კიდევ უფრო გავამკაცროთ ჰიგიენური პირობები, განსაკუთრებით ბავშვთა დაწესებულებებში. ახლა სკოლებში არდადეგებია, თუმცა მოეწყობა ბავშვთა ბანაკები, კურორტებზე თავშეყრის დიდი ადგილები და განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ჰიგიენური პირობების დაცვას, მათ შორის ხელების დაბანას“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ამ მომენტისათვის, რომელიმე ინფექციის შემთხვევების მატება არ შეინიშნება.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ