"წულუკიანს ამ ყველაფერს არ შევარჩენ!" - რას წერს იუსტიციის სამინისტროდან უკანონოდ გათავისუფლებული თანამშრომელი

"წულუკიანს ამ ყველაფერს არ შევარჩენ!" - რას წერს იუსტიციის სამინისტროდან უკანონოდ გათავისუფლებული თანამშრომელი

თამაზ ახობაძე, რომელიც იუსტიციის სამინისტროდან ანა სუბელიანთან ერთად 2014 წელს გაათავისუფლეს, აცხადებს, რომ თეა წულუკიანს მის უკანონოდ გათავისუფლებას „არ შეარჩენს“.

ახობაძის ინფორმაციით, იუსტიციის სამინისტროში მუშაობა 2010 წლის ბოლოს სტაჟიორად დაიწყო. 2011 წელს დაინიშნა სპეციალისტად და ხელმძღვანელობდა არასრულწლოვანთა განრიდებისა და მედიაციის პროგრამას.

„2013 წელს, რადგან იქამდე მოვალეობის შემსრულებელი ვიყავი, ხელახლა გავიარე კონკურსი. მეც და ანამაც.

2013 წლის ნოემბერში, პროგრამის 3 წლის იუბილეზე, ევროკავშირმა დამაჯილდოვა პროგრამის გამორჩეულად ეფექტურად მენეჯმენტისთვის. იმავე კონფერენციაზე დააჯილდოვეს ანა სუბელიანიც პროგრამის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

ამ ყველაფერს თან ახლდა ჩემი და ანას დაპირისპირება იუსტიციის მინისტრთან, რაც გამოწვეული იყო მისი მოთხოვნით სსიპ-ში დაგვესაქმებინა მისი არჩევნებისდროინდელი აქტივისტები. კულმინაცია კი იყო, ჩვენი ყოფილი დირექტორის ჩვენი აზრით უსამართლო გათავისუფლება, რაც გავაპროტესტეთ “ფეისბუქზე”. ამის გამო იუსტიციის მინისტრმა ჩვენ და ჩვენი თანამშრომლები დაგვიბარა შეხვედრაზე, რომელზეც ჩვენ ვერ მივედით, რადგან ვიმყოფებოდით მივლინებაში. ამ შეხვედრაზე თეა წულუკიანმა ჩვენ გვიწოდა „წინა მთავრობის გადმონაშთები“, „ნაციონალების ძლოკვები“ და გენ. ინსპექციას გადასცა ჩვენი ფეისბუქპოსტები და მოსთხოვა რეაგირება.

თუმცა, რადგან გენ. ინსპექციას არაფერი გამოუვიდა, 2014 წელს ჩატარებული რეორგანიზაციის შედეგად (რის შემდეგაც არათუ შემცირდა, არამედ გაიზარდა სსიპ-ის თანამშრომელთა რაოდენობა და ბიუჯეტი) მე და ანა სუბელიანი (მხოლოდ ჩვენ) გაგვათავისუფლეს, 2014 წლის იანვარში.

2014 წლის თებერვალში, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დახმარებით, შევიტანეთ სარჩელი საქალაქო სასამართლოში. ამის შემდეგ გთხოვთ მიაქციოთ ყურადღება თარიღებს. 2016 წლის აპრილში (2 წელზე მეტი გავიდა), საქალაქო სასამართლომ ბათილად სცნო ჩვენი გათავისუფლება და სსიპ-ს დააკისრა კომპენსაცია. ეს გადაწყვეტილება ორივე მხარის მიერ იქნა გასაჩივრებული სააპელაციო სასამართლოში.

2017 წლის 9 მარტს (3 წელზე მეტი) სააპელაციომ სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ჩვენი სარჩელი, აღგვადგინა თანამდებობებზე და სსიპ-ს დააკისრა სრული განაცდურის ანაზღაურება აღდგენამდე. ეს გადაწყვეტილება სსიპ-მა გაასაჩივრა უზენაესს სასამართლოში.

უზენაესმა სასამართლომ არ მიიღო მათი სარჩელი და ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება.

2017 წლის დეკემბერში (დავიდან 4 წლის თავზე) აღსრულების ეროვნულ ბიუროს ჩაბარდა სააღსრულებლო ფურცელი.

აღსრულების პერიოდში სსიპ-მა მოითხოვა შეხვედრა გარიგებისთვის. მათი თქმით სირთულეს წარმოადგენდა აღდგენა. ჩვენ შევთავაზეთ ალტერნატივები ვერ აღდგენის შემთხვევაში: ა)სრულ განაცდურს+კომპენსაცია; ან ბ) სრულ განაცდურს+ოფიციალური ბოდიშის მოხდა სამინისტროსგან ჩვენი უფლებების დარღვევისთვის. მათი მხრიდან ეს წინადადებები უარყოფილ იქმნა და გვითხრეს თუ უარს ვიტყოდით აღდგენის ნაწილზე, განაცდურს მოგვცემდენ 2017 წლის დეკემბრის ჩათვლით და ჩაგვირიცხავდნენ ნაწილ-ნაწილ. ამაზე ჩვენ უარი ვუთხარით და ვთხოვეთ აღსრულების ეროვნულ ბიუროს იძულებითი აღსრულება დაეწყო. [გაითვალისწინეთ, რომ აღსრულების ეროვნული ბიურო არის იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სსიპ-ი, რომლის კურატორი მოადგილე არის მიხეილ სარჯველაძე, რომელიც ასევე არის დანაშაულის პრევენციის ცენტრის, ანუ ჩვენი მოდავე სსიპ-ის კურატორიც]. ამის შემდეგ, 2018 წლის იანვარი, აღსრულების ეროვნული ბიურო საერთოდ აღარ შეგვხმიანებია.

2018 წლის 12 მარტს, შევიტანეთ განცხადება პროკურატურაში, რათა შეესწავლათ სასამართლოს გადაწყვეტილების არაღსრულების გამო საქმე და დაეწყოთ გამოძიება. მას შემდეგ მხოლოდ ის გავიგეთ, რომ 2018 წლის 30 მარტს საქმე გადაეგზავნა თბილისის პროკურატურას. არანაირი რეაქცია. (გავიდა 4 წელზე მეტი).

და...

2018 წლის 30 აპრილს ანა სუბელიანი იგებს აღსრულების ეროვნული ბიუროსგან, რომ მისი გადაწყვეტილება ვერ აღსრულდება, რადგან მისი პოზიცია სსიპ-ში გაუქმებულია.

ხოლო, მე ვიგებ, რომ ჩემს პოზიციაზე 2017 წლიდან დასაქმებულია სხვა პირი, რომელიც ჩივის, რომ რადგან გადაწყვეტილება მას ეხება, ის უნდა ყოფილიყო პროცესში ჩართული. ითხოვს ინფორმაციას აღსრულების ეროვნული ბიუროდან, რომელიც ბარდება 3 დღეში [!!!] და სააპელაციო სასამართლოს სთხოვს ბათილად სცნოს ჩემი აღდგენისა და განაცდურის მიღების გადაწყვეტილება, რომელსაც სააპელაციო სასამართლო მას უკმაყოფილებს 20 დღეში [!!!].

ანუ, რაც ანამ და მე ვიწვალეთ 4 წელზე მეტი, თეა წულუკიანმა გაანულა 1 თვეში,” – წერს ახობაძე.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ