შეთავაზება, რომ "ვიზეარის" 2 ბილეთს 1 დოლარად იყიდით, ტყუილია

შეთავაზება, რომ "ვიზეარის" 2 ბილეთს 1 დოლარად იყიდით, ტყუილია

საიტი, რომელიც ავიაკომპანია WizzAir-ის ბილეთებს 1 დოლარად გთავაზობთ, სანდო არ არის და საეჭვო ანგარიშზე თანხა, უმჯობესია, არ გადარიცხოთ.

ბმული სოციალურ ქსელებში ვრცელდება და მასზე გადასვლის შემთხვევაში ვკითხულობთ, რომ ავიაკომპანიის 15 წლისთავთან დაკავშირებით 1 დოლარად ორ ბილეთის მიღების შანსი გვაქვს, თანაც - ნებისმიერი მიმართულებით. ამისთვის კი საჭიროა პასუხი გავცეთ სამ კითხვას და ბმული „ფეისბუქის“ გვერდზე გავაზიაროთ.

პირველი ეტაპის შემდეგ გადავდივართ შემდეგ ბმულზე, სადაც საკუთარი პირადი მონაცემები შეგვყავს, მათ შორის - ანგარიშის ნომერიც. ამასთან, საჭიროა 1 დოლარის გადახდა.

„ფეისბუქზე“ „შეთავაზებას“ აქტიურად განიხილავენ. როგორც ჩანს, 1 დოლარიანი ბილეთების მსურველი არც ისე ცოტაა. მათ, ვინც ანგარიშზე თანხა უკვე გადარიცხეს და თანაც, საკუთარი პირადი მონაცემებიც შეიყვანეს, „ფეისბუქზე“ ურჩევენ, ბარათზე არსებული თანხები, უსაფრთხოების მიზნით, მთლიანად მოხსნან.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ