მალხაზ მაჩალიკაშვილი - დაიმახსოვროს ხელისუფლებამ - ქისტები არ დავიჩოქებთ, ქისტების სისხლზე თამაში დასრულდა

მალხაზ მაჩალიკაშვილი - დაიმახსოვროს ხელისუფლებამ - ქისტები არ დავიჩოქებთ, ქისტების სისხლზე თამაში დასრულდა

აქამდე არ ვიცოდი და ახლა გავიგე, ეს სპეცოპერაცია გომელაურის და გახარიას დაგეგმილი ყოფილა, ამიტომ მოვითხოვ მათ პასუხი აგონ, - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა დღეს პანკისის ხეობაში მიმდინარე აქციაზე. აქციაზე 19 წლის ახალგაზრდის ოჯახის წევრებმა ხელისუფლებას რამდენიმე მოთხოვნით მიმართეს. ადგილობრივები თემირლან მაჩალიკაშვილის უდანაშაულოდ ცნობას ითხოვენ.

"დღეს, როდესაც მთავრობა აღარ გვყავს, იმედი მაქვს, ახალი პრემიერის პირობებში ჩვენს სამართალს ვიპოვით. აქამდე არ ვიცოდი და ახლა გავიგე, ეს სპეცოპერაცია გომელაურის და გახარიას დაგეგმილი ყოფილა. ამიტომ მოვითხოვ მათ პასუხი აგონ ამ ტერორისტულ აქტზე. მოვითხოვ აღიარონ, რომ შეეშალათ და უდანაშაულო შვილი მომიკლეს. საქართველოს 75% და მთელი პანკისი ჩვენს გვერდითაა სიმართლის მოლოდინში. დაიმახსოვროს ხელისუფლებამ - ქისტები არ დავიჩოქებთ, ქისტების სისხლზე თამაში დასრულდა, აღარ მოგცემთ ამის საშუალებას! პირობას ვდებ, რაც არ უნდა მოხდეს, სიმართლის ძიებას არ შევწყვეტ", - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ