როგორ დავეხმაროთ მოზარდს გამოცდების წარმატებით ჩაბარებაში?

როგორ დავეხმაროთ მოზარდს გამოცდების წარმატებით ჩაბარებაში?

გამოცდები და სტრესი - ეს ორი თანმხლები მოვლენა ყველა ახალგაზრდის ცხოვრებაში გარდაუვალია. განსაკუთრებით სტრესული კი სკოლის გამოსაშვები და ერთიანი ეროვნული გამოცდებია, რომელთა შედეგებზეც თინეიჯერების მომავალი ცხოვრება არის დამოკიდებული. ნერვიულობა თითოეული გამოცდის წინ, მოსამზადებელი პერიოდი, რომელიც უმეტესად უძილო ღამეებსაც მოიცავს, ძილისა და კვების დარღვეული რეჟიმი. ამ დროს მოზარდების ნაწილი ბევრს ჭამს, მეორე ნახევარი კი საერთოდ არ ჭამს და სრულად ირღვევა მათი კვების რაციონი. ბევრი ტკბილეული ვიტამინებით სავსე ბოსტნეულისა და ხილის სანაცვლოდ - ესეც გამოცდის წინა პერიოდის დამახასიათებელი მოვლენაა.

ეს ყველაფერი გამოცდებისთვის მოსამზადებელი პროცესია. განსაკუთრებით მწვავე კი უშუალოდ გამოცდაზე შესვლის წინა პერიოდია. ამ დროს მღელვარება ბუნებრივია. უძილო ღამეები, შფოთვა, გაღიზიანება, უმადობა, გახშირებული პულსი, თავის ტკივილი, კუჭ-ნაწლავის მოშლილობა, კიდურების კანკალი გამოცდის წინ შიშის ტიპური გამოვლინებაა.

ფსიქოლოგები ამ დროს ორი მიმართულებით აქტიურობას გვირჩევენ. ერთი მხრივ, უნდა ავამაღლოთ მოზარდის თვითშეფასება. მეორე მხრივ, აუცილებელია, რომ საჭირო პრეპარატებით საშუალებებით თინეიჯერს დამშვიდებაში დავეხმაროთ.

როგორ მოვიქცეთ ბავშვის თვითშეფასების ასამაღლებლად?

წავახალისოთ, ვუთხრათ: შენ ეს შეგიძლია, შენ ეს უთუოდ გამოგივა. შევახსენოთ, თუკი რამ წარმატებისთვის მიუღწევია - შესაძლოა ჩვენ ეს წარმატება უმნიშვნელოდ მიგვაჩნდეს, მაგრამ ბავშვისთვის მნიშვნელოვანი იყოს. არ არის აუცილებელი, ის სწავლასთან იყოს დაკავშირებული - შეიძლება, გავახსენოთ შემოქმედებითი წარმატებაც. გავახსენოთ, როგორ უხაროდა, როგორ ამაყობდა და საამაყო იყო სხვებისთვისაც, ანუ მთელი ის სიტუაცია, როცა იყო კმაყოფილი, ლაღი, წარმატებული, აღიარებული.

როგორ დავეხმაროთ ბავშვს დამშვიდებაში?

თანამედროვე მედიცინა უფრო და უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებს ორგანიზმის გაძლიერებას ვიტამინებითა და სასარგებლო ნივთიერებებით. მეტიც, ევროპელი ექიმები სქესთა შორის განსხვავებასაც ითვალისწინებენ და აცხადებენ, რომ გოგონების და ბიჭების ორგანიზმს სხვადასხვა ნივთიერებებზე აქვთ მოთხოვნილება და ვიტამინების განსხვავებული კომპლექსიც ესაჭიროებათ. ამ მოსაზრებას თანდათან მეტი ექიმი ეთანხმება და ევროპული ფარმაცევტული კომპანიებიც ცდილობენ, მაქსიმალურად უპასუხონ ახალ სამედიცინო მოთხოვნებს. ქართულ ბაზარზე სქესის მიხედვით განსხვავებული მხოლოდ ერთი დასახელების ვიტამინი აღმოვაჩინეთ. ეს გახლავთ "ველთინი პლუსი გოგო" და "ველთინი პლუსი ბიჭი".

ვიტამინებისა და მინერალების ფართო სპექტრთან ერთად ველთინ პლუსს დამატებული აქვს ომეგა-3 თევზის ქონი, კოენზიმ Q-10, L- კარნიტინი და ტომატის ექსტრაქტი - ლიკოპენის წყარო.ომეგა-3 თევზის ქონი, EPA და DHA, Zn, Fe, I, პანთოტენის მჟავა ხელს უწყობს მეხსიერების გაუმჯობესებას, ყურადღებისა და კონცენტრაციის უნარის გაზრდას, თავის ტვინის ჟანგბადით უკეთ მომარაგებას. რკინა და თუთია ასევე მნიშვნელოვანია თავის ტვინის ნორმალური ფუნქციონირებისათვის, განსაკუთრებით დასწავლის და მახსოვრობისთვის. რკინას უდიდესი როლი ენიჭება ჰემოგლობინის სინთეზის პროცესში, რაც უზრუნველყოფს ჟანგბადის უჯრედებამდე და ქსოვილებამდე მიტანას. რკინა, ასევე, წარმოადგენს კოფაქტორს ზოგიერთი ენზიმებისთვის, რომლებიც ენერგიის გამომუშავებაში მონაწილეობს.

ეს ყველაფერი კი გამოცდების წარმატებით ჩაბარების მნიშვნელოვანი წინაპირობაა. ამიტომ მიეცით ბავშვს საჭირო ვიტამინები და მაქსიმალურად აუმაღლეთ თვითშეფასება.

შეიძინეთ პრეპარატი ონლაინ

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ