პარკებში გარევაჭრობისთვის ჯიხურები დაიდგმება

პარკებში გარევაჭრობისთვის ჯიხურები დაიდგმება

პარკებში გარევაჭრობისთვის ჯიხურები დაიდგმება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მერმა პარკების ადმინისტრაციას და ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურებს აღნიშნული საკითხის მოგვარება დაავალა.

„პარკებში გარევაჭრობა სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ეს არიან ადამიანები, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს სოციალურად. ამ ადამიანების მიმართ ჩვენი თანადგომა არის მნიშვნელოვანი. მინდა დავავალო ჩვენი პარკების ადმინისტრაციას, ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურებს, რომ ყველაფერი გააკეთონ და ამ ადამიანებს მიეცეთ ნორმალურად ვაჭრობის შესაძლებლობა. პარკებში უნდა გამოიყოს კონკრეტული ადგილები, რომლებიც იქნება კეთილმოწყობილი იმისთვის, რომ ქაოტურად არ მოხდეს გარევაჭრობა, საუბარია არამალფუჭებად საქონელზე. დავდგათ ლამაზი ჯიხურები ამ პრობლემის მოგვარებისთვის“, - განაცხადა კალაძემ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ