"ე.წ. წითელი ბაღის რეაბილიტაცია განხორციელდება"

"ე.წ. წითელი ბაღის რეაბილიტაცია განხორციელდება"

ე.წ. წითელი ბაღის რეაბილიტაცია განხორციელდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, პარკის რეაბილიტაციაზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია და 25 ივნისს დასრულდება.

“ჩვენ ძალიან ბევრს ვსაუბრობთ იმაზე, რომ ქალაქში აუცილებელია მწვანე სივრცეები, ამაზე გამგეობები მუშაობენ. ძალიან ბევრი მცირე და საშუალო ზომის სკვერების რეაბილიტაცია ხორციელდება ქალაქში და გარდა ამისა, ჩვენ დაწყებული გვაქვს საქალაქო პარკების სარეაბილიტაციო პროექტების მომზადება. დაგეგმილი გვაქვს ასევე ორი დიდი საქალაქო პარკის მშენებლობა მომავალი წლისთვის და ამაზე უკვე კვლევა დაწყებულია. მინდა დღეს წარმოგიდგინოთ ერთი კონკრეტული პროექტი, რომელზეც ტენდერი უკვე გამოცხადებულია და 25 ივნისს უნდა დასრულდეს. ეს არის ვასო გოძიაშვილის სახელობის ბაღი, ე.წ. წითელი ბაღი, რომელიც ყაზბეგის გამზირზე მდებარეობს და წელს ვიწყებთ ამ პარკის სრულ რეაბილიტაციას. საკმაოდ დიდი ტერიტორია არის პარკის, რომელშიც მოეწყობა ორი საბავშვო-სათამაშო მოედანი, საპიკნიკე სივრცეები, ჭადრაკის დეკორატიული დაფა, დასასვენებელი ზონები, საგამოფენო ღია სივრცე და ა.შ. გარდა ამისა, პარკის გარშემო მოეწყობა 700 - მეტრიანი ველობილიკი. მე მგონია, რომ ეს პარკი საჩვენებელი იქნება, რადგან ვფიქრობ, კარგი პროექტია წარმოდგენილი და 5 თვის განმავლობაში იქნება დასრულებული“, - განაცხადა კალაძემ.

მისივე ინფორმაციით, პარკის რეაბილიტაციით დაინტერესდა სამშენებლო კომპანია “აქსისი“ და „გამოთქვა სურვილი, რომ საკუთარი წვლილი შეიტანოს პროექტის განხორციელებაში“. კალაძემ კომპანიას თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა და ბიზნეს სექტორს მხარში დგომისკენ მოუწოდა.

თბილისის მერმა იმედი გამოთქვა, რომ გამწვანების პროექტებს ბევრი კომპანია გამოეხმაურება.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ