კოლუმბიელ ვარსკვლავს მოსკოვის სასტუმროდან 800 000 დოლარის ღირებულების ნივთები მოპარეს

კოლუმბიელ ვარსკვლავს მოსკოვის სასტუმროდან 800 000 დოლარის ღირებულების ნივთები მოპარეს

მოსკოვში კოლუმბიელი პოპ-ვარსკვლავი მალუმა (Maluma) გაქურდეს. როგორც რუსული მედია, ადგილობრივ სამართალდამცველებზე დაყრდნობით იუწყება, მომღერალს სასტუმროდ ნომრიდან მოპარეს 785 000 დოლარის ღირებულების ნივთები. მომღერალი მოსკოვში მსოფლიო ჩემპიონატზე დასასწრებად ჩაფრინდა, კოლუმბია-იაპონიის მატჩის სანახავად.

აღსანიშნავია, რომ სასტუმრო Four Seasons, სადაც მალუმა გაჩერდა, რუსეთის დედაქალაქის ცენტრში, წითელ მოედანთან ახლოს მდებარეობს. ქურდმა სასტუმროს ნომრიდან ძვირადღირებული ნივთები მოიპარა, მათ შორის: Louis Vuitton-ის ჩანთა, 11 ცალი მდიდრული საათი, Cartier-ს სამკაული და ა.შ.

კოლუმბიელი მალუმა ლათინომუსიკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სახეა, მას რამდენიმე დუეტი აქვს ჩაწერილი თანამემამულე პოპ-ვარსკვლავთან შაკირასთან.

რუსული მედიის ინფორმაციით, მოსკოვის პოლიციამ დაუყოვნებლივ დაიწყო საქმეზე ძიება.

სასტუმროს წარმომადგენელმა მედიას მეილით უპასუხა შეკითხვაზე:

"ჩვენი სტუმრების და მათი საკუთრების უსაფრთხოება, ჩვენი სასტუმროსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ დაუყოვნებლივ ჩავაყენეთ საქმის კურსში პოლიცია" - აღნიშნულია სასტუმროს ადმინისტრაციის პასუხში.

მალუმა ფეხბურთის დიდი გულშემატკივარია. საკუთარი ქვეყნის ნაკრების თამაშზე დასასწრებად ის სარანსკში კერძო თვითმფრინავით გაფრინდა და ამის ამსახველი ფოტო "ინსტაგრამის" გვერდზე განათავსა.

მომღერალს ამ დღეს არც გულშემატკივრობაში გაუმართლა - კოლუმბია იაპონიასთან 1-2 დამარცხდა.

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს