სროლა ბოდრუმის კლუბში - გარდაცვლილია კლუბის მეპატრონე და მომღერალი ქალი, არიან დაჭრილები

სროლა ბოდრუმის კლუბში - გარდაცვლილია კლუბის მეპატრონე და მომღერალი ქალი, არიან დაჭრილები

თურქეთის ქალაქ ბოდრუმში, კლუბ "Medusa"-ში მომხდარ თავდასხმას ორი ადამიანი ემსხვერპლა, ოთხი კი დაიჭრა. ამის შესახებ თურქული მედია იუწყება.

გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ კლუბში ცეცხლი ოთხმა მამაკაცმა გახსნა. მომხდარის შედეგად დაღუპულია კლუბის მეპატრონე და მომღერალი ქალი. დაშავებულთა შორის მხოლოდ თურქეთის მოქალაქეები არიან.

დამნაშავეებმა ადგილიდან მიმალვა მოახერხეს, მაგრამ მოგვიანებით სამართალდამცველებმა ქალაქ მანისას რაიონში ყველა მათგანი დააკავეს. მომხდარის დეტალებზე ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"