პირველად საქართველოში ყაზბეგში ელექტრონული მუსიკის ფესტივალი "Amo Electronic" ჩატარდება

პირველად საქართველოში ყაზბეგში ელექტრონული მუსიკის ფესტივალი "Amo Electronic" ჩატარდება

"Amo electornic" სტარტს იღებს 2018 წლის ზაფხულში და ეფუძნება ელექტრონული მუსიკის განვითარებას საქართველოს მთიან რეგიონებში. "Amo electornic" სტუმრებს ჰპირდება გემოვნებიანი მუსიკისა და საოცარი ბუნების შერწყმას. პირველ ივენთს წარმოგიდგენთ 30 ივნისს, ყაზბეგში, გველეთში - კლდეებით გარშემორტყმულ ულამაზეს ლოკაციაზე. სუფთა ჰაერი, მშვენიერი გარემო და მუსიკა სასიამოვნო ვიქენდის გარანტიას იძლევა. თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური საუნდ სისტემა და განათება სრულ კომფორტს შეუქმნის გველეთის სტუმრებს. ივენთზე მისულ სტუმრებს დღის განმავლობაში შეეძლებათ დაკავდნენ სხვადასხვა აქტივობებით და მოუსმინონ გემოვნებიან ელექტრონულ მუსიკას.

ივენთის ბმული

line up:

Greanbeam&Leon , Zurkin, Will Gates, Kvanchi, Berika.

ბილეთები : ონლაინ - 40 ლარი , კარზე - 50 ლარი.

ონლაინ ბილეთის შეძენის შემთხვევაში შეგეძლებათ ისარგებლოთ უფასო ტრანსპორტირებით. 30 ივნისს თბილისიდან ყაზბეგის მიმართულებით ტრანსპორტი ვარდების მოედნიდან დაიძრება. (ველოსიპედის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიიდან): 12:00, 15:00 , 18:00, 20:00.

1 ივლისს, ივენთის ტერიტორიიდან თბილისის მიმართულებით მიკრო-ავტობუსების დაბრუნების განრიგი: 08:00 10:00 12:00 15:00 , ივენთზე მოქმედებს 18+ შეზღუდვა Door open - 14:00.

კონტაქტი: 574 02 28 02

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება