ახმედ ჩატაევის ცხედარი ამ დრომდე სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროშია

ახმედ ჩატაევის ცხედარი ამ დრომდე სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროშია

ახმედ ჩატაევისა და ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ლიკვიდირებული კიდევ ორი პირის ცხედარი ამ დრომდე სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ინახება.

6 თვის განმავლობაში სახელმწიფოსთვის ცხედრების გადაცემის მოთხოვნით არავის, მათ შორის არც ჩატაევის ოჯახს მიუმართავს. ცხედრების დაკრძალვასთან დაკავშირებით ამ დრომდე გადაწყვეტილება არ მიუღია არც სახელმწიფოს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ტერორისტულ ორგანიზაციაში პირების გაერთიანებასთან დაკავშირებული საქმის პროკურორმა ნანა ხუნჯუამ განუცხადა, ამ ეტაპზე იდენტიფიცირებისთვის კვლევა მხოლოდ ერთ ცხედარს უტარდება.

„საექსპერტო ბიუროშია შენახული სპეცოპერაციისას ლიკვიდირებული პირების, მათ შორის ახმედ ჩატაევის ცხედრები. ერთ-ერთი პირის ცხედარზე იდენტიფიცირების მიზნით კვლევა გრძელდება. შესაბამისად, არ დასრულებულა იდენტიფიცირება. ორი პირი ნამდვილად იდენტიფიცირებულია. მსურველისა და ოჯახის წევრების გამოჩენის შემთხვევაში, გადაცემაზე თავად საექსპერტო ბიუროში ხდება გადაწყვეტილების მიღება, რა თქმა უნდა, საგამოძიებო ორგანოსთან შეთანხმებით. სხვა შემთხვევაში კი უკვე სახელმწიფო იღებს შესაბამის ზომებს დაკრძალვის თაობაზე“, - განაცხადა ნანა ხუნჯუამ.

თავის მხრივ, "ინტერპრესნიუსს" სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში განუცხადეს, რომ ბიუროში, როგორც გამოძიების მიერ დანიშნული ექსპერტიზა, ასევე გვამის განთავსება უფასოა და სახელმწიფოს ამ შემთხვევაში არაფრის გადახდა არ უწევს.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ