"ბასიანის" დამფუძნებლის ინფორმაციით, კლუბის ოფისში პოლიცია შევიდა

"ბასიანის" დამფუძნებლის ინფორმაციით, კლუბის ოფისში პოლიცია შევიდა

ღამის კლუბ "ბასიანის" ერთ-ერთი დამფუძნებლის ზვიად გელბახიანის ინფორმაციით, კლუბის ოფისში სამართალდამცველები შევიდნენ. ამის შესახებ გელბახიანი "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს:

"ბასიანის ოფისში შსს შემოვიდა, ჩხრიკავენ ოფისს მიაქვთ ყველა დეკლარაცია. როგორც ჩანს შოუ არ დამთავრებულა" - წერს გელბახიანი.

აღნიშნული ინფორმაცია გადავამოწმეთ შინაგან საქმეთა სამინისტროში. უწყების ინფორმაციით, ღამის კლუბ „ბასიანში“ გარკვეული დოკუმენტების ამოღება მხარეებთან შეთანხმებით მიმდინარეობს.

„არანაირი ჩხრეკა არ მიმდინარეობს. ორივე მხარის შეთანხმებით ხდება გარკვეული დოკუმენტების ამოღება და გაფორმდება შესაბამისი ოქმი“, - განაცხადეს შსს-ში.

შეგახსენებთ, 12 მაისს კლუბ "ბასიანისა" და "გალერის" ტერიტორიაზე სპეცრაზმი შევიდა - შსს-ს ინფორმაციით, ნარკორეალიზატორთა დასაკავებლად. კლუბებში სამართალდამცველების მსგავსი ფორმით შეჭრა საზოგადოების ნაწილმა გააპროტესტა და ამას რამდენიმედღიანი აქციები მოჰყვა რუსთაველის გამზირზე.

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს