ავტორი:

26 ივნისს "ოქროს ტალღა 2018"-ის დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება

26 ივნისს "ოქროს ტალღა 2018"-ის დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება

რადიოჰოლდინგი "ფორტუნა" 26 ივნისს ისეთი გრანდიოზული მუსიკალური ღონისძიებისთვის ემზადება, როგორიცაა "ოქროს ტალღა", რომელიც წელს მეხუთედ გაიმართება. როგორც რადიოჰოლდინგის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი თათა სადრაძე ამბობს, მათთვის ეს საიმიჯო პროექტია, რომლის საშუალებითაც, ყოველწლიურად წლის გამარჯვებული სიმღერა ვლინდება და ჯილდოვდება. სცენარის ავტორი თეონა ჯორბენაძეა, კონცერტის ვიზუალურ მხარეზე ზრუნავს ვანო ჭელიძე.

"წელს საიუბილეო ღონისძიება გვაქვს, რადგან რიგით მეხუთე დაჯილდოებაა და დიდ საკონცერტო დარბაზში, 26 ივნისს, 8 საათზე დაიწყება. ჩვენს მომღერლებს წითელ ხალიჩაზე ველოდებით. გვეყოლება სპეციალური სტუმრები - ლიზა ფიშერი, ნიკოლოზ რაჭველი და ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, რომლებიც განსაკუთრებულ სიახლეებს შემოგვთავაზებენ. ახალი ინტერპრეტაციები და მნიშვნელოვანი ნომრებია დაგეგმილი" - აღნიშნავს თათა სადრაძე.

წითელი ხალიჩა, რომელზეც ქართველი მომღერლები გაივლიან, 20 საათზე გაიხსნება და 21 საათამდე გაგრძელდება. სწორედ 21 საათზე დაიწყება დაჯილდოება, რომელიც გამარჯვებულებს 15 ნომინაციაში (წლის მომღერალი ქალი, წლის მომღერალი მამაკაცი, წლის ჯგუფი, წლის ანსამბლი, ხალხის რჩეული, ჯილდო ქართული მუსიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, ჯილდო საქართველოს საზღვრებს გარეთ ქართული მუსიკის პოპულარიზაციისთვის შეტანილი წვლილისთვის) გამოავლენს. წლის სიმღერა "ოქროს ტალღის" მთავარი ჯილდოა, რომლის მფლობელს 5.000 ლარი გადაეცემა.

წლის სიმღერის ტიტულს მოიპოვებს ადამიანი, რომელმაც მთელ ოთხივე რადიოსადგურში ("ფორტუნა", "ფორტუნა პლუსი", "ავტორადიო", "არ დაიდარდო") გამართა სიმღერის პრემიერა. თითოეული სხვადასხვა ჟანრის სიმღერაა. პრემიერის შემდეგ ისინი ავტომატურად ინაცვლებდნენ ხოლმე კონკურსში.

"ჩვენი მენეჯერების და ჟიურის გადაწყვეტილებით, ყველას თავისი ფორმატი აქვს და ამ ყველაფრის გათვალისწინებით, სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულების ვინაობა გამოვლინდება. მომღერალს ფულადი ჯილდო გადაეცემა. მთავარი ჯილდო, როგორც უკვე ვთქვით, წლის სიმღერაა. მნიშვნელოვანი ნომინაციაა ხალხის რჩეული. ზოგადად რეიტინგები მოწმობს, რამდენად მნიშვნელოვანი იყო 2017 წლის განმავლობაში ესა თუ ის ნამუშევარი და ხმის მიცემის საშუალებით, საყვარელი მომღერალი უნდა გამოვლინდეს. ხმის მიცემა 24 ივნისს ღამის 12 საათამდე, ყოველდღიურადაა შესაძლებელი. ერთ მომღერალზე ერთი ხმა მიიღება და ეს პროცესი 24 ივნისის ღამის 12 საათის ჩათვლით გაგრძელდება. ხალხის რჩეული სწორედ ხმის მიცემის მიხედვით გამოვლინდება. აბსოლუტურად ყველა კონკურსანტია ჩამონათვალში, მათ შორის, ლიდერებიც. სულ 26 სიმღერა მონაწილეობს... მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ ღონისძიების გამართვაში წვლილი შეიტანა, სპონსორებს, ქალაქ თბილისის მერიას", -აღნიშნავს თათა სადრაძე.

ნებისმიერ ნომინაციაში გამარჯვებული 26 ივნისს, დიდ საკონცერტო დარბაზში გამოვლინდება. მანამდე ამის შესახებ ინფორმაციას ვერავინ გაიგებს, ისევე, როგორც იმას, ვინ არიან ჟიურის წევრები. ჟიური გასაიდუმლოებულია. მისი წევრები დამსახურებული კომპოზიტორები, მომღერლები, ტექსტის ავტორები არიან, ადამიანები, ვისაც ქართულ მუსიკაში წვლილი მიუძღვის.

თათა სადრაძე:

- პირველ წელს (2014 წ.) "ოქროს ტალღის" გამარჯვებული სიმღერა - ნოდიკო ტატიშვილისა და სოფო გელოვანის იყო (იმ წლის ევროვიზიის სიმღერა); შემდეგ წელს (2015 წ.) ანრი ჯოხაძე სიმღერით (განა ყველა ქალი ქალია), 2016 წელს - ნიაზ დიასამიძე და "33 ა" ("ნამი ველს"), 2017 წელს - სტეფანე მღებრიშვილი ("მე შენ დაგელოდები"). 2 დღის წინ, გრანდიოზული შოუს წინ, გრანდიოზული შეხვედრა გვქონდა მომღერლებთან, ასეთ შეხვედრებს ხშირად ვაწყობთ ხოლმე, რომ მათი გეგმებისა და მიმდინარე საქმიანობის შესახებ შევიტყოთ და მჭიდრო კონტაქტი გვქონდეს მათთან.

დათო გომართელი: "20 წელია, "ფორტუნასთან" ერთად მოვდივარ. ეს უმნიშვნელოვანესი დაჯილდოებაა. რადიოჰოლდინგი დიდ საქმეს აკეთებს. წელს საიუბილეო დაჯილდოება იმართება, მასშტაბები გაიზარდა".

ლაშა ღლონტი: "მომღერლებისთვის ასეთი ღონისძიება დიდი სტიმულია. წელიწადში ერთხელ, სპეციალურად ვემზადებით და ეს არის მომღერლების ზეიმი, როდესაც ერთმანეთს ვხვდებით და ერთმანეთის შემოქმედებას კიდევ უფრო დეტალურად ვეცნობით".

ნოდიკო ტატიშვილი: "ჩემთვის და სოფო გელოვანისთვის განსაკუთრებული ემოცია იყო, როდესაც "ოქროს ტალღის" პირველი გამარჯვებულები გავხდით. ჩვენ, როგორც საუკეთესო დუეტმა, ისე გავიმარჯვეთ. ეს ყველაფერი უდიდესი სტიმული და ჯანსაღი კონკურენციაა. მეტი სიმღერა უნდა იწერებოდეს. კარგი ის არის, რომ ყოველწლიურად ემატება სიმღერების რაოდენობა და სწორედ ამას ემსახურება წლის სიმღერის დაჯილდოება. რადიო მუსიკის გარეშე წარმოუდგენელია, მომღერლები - რადიოს გარეშე. მათ პოპულარიზაციას ხელს ვუწყობთ.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება