"პატიოსანი ოჯახი განადგურდა... თემური საერთოდ საოცრება იყო" - რას ჰყვებიან თანასოფლელები ავარიის დროს გარდაცვლილ და-ძმაზე

"პატიოსანი ოჯახი განადგურდა... თემური საერთოდ საოცრება იყო" - რას ჰყვებიან თანასოფლელები ავარიის დროს გარდაცვლილ და-ძმაზე

საზარელი ავარია მოხდა ზესტაფონის გზაზე, სოფელ სიმონეთთან, რომელსაც და-ძმა - თემურ და ლალი მახარაძეები ემსხვერპლნენ, სამი ადამიანი კი დაშავდა. მომხდარის გამოძიება სისხლის სამართლის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას მოძრაობის წესების დარღვევის გამო 2 ან მეტი პირის სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. გარდაცვლილები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გომის მკვიდრები არიან.

მომხდარზე სოფელ გომის მცხოვრები გვესაუბრა:

- თავზარდამცემი უბედურება მოხდა. ერთი კარგი, მშრომელი და პატიოსანი ოჯახი სრულიად განადგურდა. ლალისა და თემურის ოზურგეთში ბებია გარდაეცვალათ და მის დაკრძალვაზე მოდიოდნენ თბილისიდან. ახლა ამ ოჯახს სამი მიცვალებული ჰყავს… თემური 34 წლის იყო, ლალი კი 29 წლის. ორივეს მშვენიერი ოჯახი ჰყავს - ლალი ლაგოდეხში იყო გათხოვილი, ორ ულამაზეს პატარას ზრდიდა. უფროსი ოთხი წლისაც არ არის, ამიერიდან დედის გარეშე უნდა გაიზარდონ. თემურსაც ორი შვილი დარჩა. თემური საერთოდ საოცრება იყო, ის პატრონობდა დედ-მამასაც და გარდაცვლილ ბებიასაც… ახლა კი რა ეშველებათ არ ვიცი, როგორ დაიზრდებიან მისი ობოლი შვილები…

- ავარია როგორ მოხდა?

- თემური და ლალი, ასევე ლალის ქმარ-შვილი "ბმვ"-ს მარკის ავტომანქანით მოდიოდნენ თბილისიდან ოზურგეთში ბებიის დაკრძალვაზე. საჭესთან თემური მჯდარა, მის გვერდით ლალის მეუღლე, უკან კი - ლალი და ბავშვები. ავარია სიმონეთთან ახლოს მოხდა…განაგრძეთ კითხვა

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს