"ჯეობარელი" მულატკა კირიაკიდი პირად ცხოვრებას არ მალავს. მართალია, ბოლო ხანს მედიის ყურადღების ცენტრში აღარ იყო, მაგრამ ხმაურიანად და სკანდალური განცხადებებით დაბრუნდა.
- არ ვიცი, რა სახელით მოგმართო... მშობლებმა ირინა დაგარქვეს, მერე მულატკად იქეცი, შემდეგ ლიზი დაირქვი და, როგორც გავიგე, კვლავ აპირებ სახელის შეცვლას...
- (იცინის). ნამდვილად ასეა, ლიზის შემდეგ ძველი სახელი - მულატკა დავიბრუნე. სახელის გადაკეთება საქმეს სჭირდებოდა და ამიტომაც ვიქცეოდი ასე.
- რატომ არ ჩანდი, სად იყავი?
- სხვადასხვა ქვეყანაში. სომხურმა ჟურნალმა "ეს სტაილმა" ერევანში გადაღებაზე მიმიწვია, შემდეგ მოსკოვში, როსტოვში, ბაქოსა და სტამბოლში ვიმოგზაურე.
- თავს ახალი სასიყვარულო თავგადასავალი ხომ არ გადაგხდენია?
- არა. სხვათა შორის, მოსკოვში ვიქცევდი ყურადღებას. ჩემი კანის ფერი იქ ძალიან "ყვიროდა". მაგრამ მე ვერ ვიტან თეთრ, ქერა და ცისფერთვალა კაცებს. შავგვრემანები მიზიდავს...
- კიდევ თუ აპირებ საზოგადოების გაოცებასა და განრისხებას?
- არა, არა... ეკრანზე გაშიშვლებას აღარ ვაპირებ. ამას მხოლოდ ფილმში გავაკეთებ. ან რა აოცებს ამ ხალხს, არ მესმის. უარესად იქცევიან, მაგრამ მალავენ და ჩემზე ჭორაობენ. ასეთ ხალხს დავცინი.
- სექსსიმბოლოს ტიტული მოიპოვე და ახლა უკან იხევ?
- უკან დახევა არ მჩვევია. გააჩნია რა შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! და ანაზღაურება მექნება. ადრე ანაზღაურების გარეშე ვშიშვლდებოდი, რადგან პოპულარობის მოხვეჭა მსურდა, მაგრამ ახლა ასე აღარ მოვიქცევი.
- რამდენი წლის იყავი, პირველად რომ გაშიშვლდი?
- 18 წლის ვიყავი ჟურნალ "პლეიბოისთვის" რომ გავიხადე. სხვათა შორის, გაშიშვლებისა არასდროს მრცხვენოდა.
- როგორც ვიცი, დიპლომატობას აპირებ.
- პოლიტიკურ აკადემიაში საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე ვსწავლობ. რომ გითხრათ, აკადემიაში ყოველდღე დავდივარ და თავს ვიკლავ სწავლით-მეთქი, მოგატყუებთ. თუმცა ჩემი იმიჯის წყალობით კინოსფეროშიც პოპულარული ვარ. ახლახან ვითამაშე სერიალში "ჟამი ყვავილობისა", სადაც ეროტიკულ სცენებში ვმონაწილეობდი. ვითამაშე აგრეთვე ფილმ "სეზონში", რომელიც ჯერ ეკრანზე არ გამოსულა.
- ამ ფილმშიც ეროტიკულ როლს ასრულებ?
- დიახ. რეჟისორებმა იციან, რომ კამერის წინ გაშიშვლების კომპლექსი არა მაქვს და ამიტომაც მამტკიცებენ ასეთ როლებზე. არადა, მომბეზრდა ეროტიკული როლების თამაში. მინდა, უფრო სერიოზული როლი შემომთავაზონ.
- ვიცი, რომ გადაცემა "სიმართლის დროში" ადრეც მონაწილეობდი, როცა შალვა რამიშვილი უძღვებოდა გადაცემას, თუმცა ეს ჩანაწერი ეთერში არ გასულა.
- ნამდვილად ასე იყო. ეთერში, ალბათ, იმიტომ არ გაუშვეს, რომ შალვა მოხსნეს გადაცემიდან, არადა, 10 ათას ლარს ვიგებდი, ხოლო ნანკა კალატოზიშვილთან 4 ათას ლარზეც არ ვიყავი ასული, რომ ჩავიჭერი...
- რა კითხვაზე ჩაიჭერი?
- მამაშენი სხვანაირად რომ მოგქცეოდა, მულატკა თუ გახდებოდიო, ვუპასუხე, არა-მეთქი და დეტექტორმა სიცრუედ მიიჩნია. ჩემი აზრით, დეტექტორი ხშირად ცდება.
- ამ გადაცემაში ისიც გამოაშკარავდა, რომ მეგობრის მამებს "ეჩალიჩები"...
- ასე არ არის. ვიცნობდი ადამიანს, რომელიც არ მიყვარდა, თუმცა მის მიმართ ლტოლვა მქონდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ ამ მამაკაცის შვილი გავიცანი და დავმეგობრდით. ეს იყო და ეს.
- როგორ "აბამ" მამაკაცებს?
- მამაკაცებს ეკრანიდან "სტერვა" მულატკა ახსოვთ. როდესაც გამიცნობენ, რწმუნდებიან, რომ თბილი პიროვნება ვარ და გაოცებას ვერ მალავენ.
- გათხოვებას აპირებ?
- რატომაც არა? თუ შემიყვარდება, ქართველ მამაკაცს გავყვები ცოლად.
- როგორ ფიქრობ, მას შემდეგ, რაც საჯაროდ განაცხადე, ორგიებში ვმონაწილეობდიო, ქართველი მამაკაცი შეგირთავს?
- მართალია, აზიელი ქართველი ცოლად არ შემირთავს, მაგრამ თუ შევუყვარდები, აუცილებლად ფეხზე დაიკიდებს ჩემს წარსულს და მიმიღებს ისეთს, როგორიც ვარ. ამის მჯერა. ან ორგიები რა გასაკვირია? ვის არ ჰქონია ისეთი სექსი, სადაც ორი გოგო და ერთი მამაკაცი მონაწილეობს? მიყვარს სექსი, განსაკუთრებით იმ მამაკაცთან, რომელიც მიზიდავს. მაგრამ თუ მამაკაცი არ მიყვარს, მასთან სექსი ჩემთვის მხოლოდ გართობაა.
- გქონია სექსი ისეთ მამაკაცთან, რომელიც არ გყვარებია?
- რა თქმა უნდა.
- რამდენ მამაკაცთან გქონია სექსუალური ურთიერთობა?
- არ გაგიმხელთ. სქესობრივი ცხოვრება 18 წლისამ დავიწყე, ახლა 21 წლის ვარ. ასე რომ, სამ წელიწადში ბევრი მამაკაცის ყოლას ვერ მოვასწრებდი. თუმცა ხალხი ამას არ დამიჯერებს. მიმაჩნია, რომ ქალი ქალწული არ უნდა გათხოვდეს. "ლოგინი" ბევრ რამეს წყვეტს ოჯახში. ამიტომ წყვილმა ქორწინებამდე უნდა გაიგოს, თუ ეგუებიან ერთმანეთს ამ მხრივ და ერთად ცხოვრების გადაწყვეტილება ამის შემდეგ მიიღონ. მამაკაცმა ის უნდა შეირთოს ცოლად, ვინც უყვარს და ვისთანაც თავს კარგად გრძნობს. იმაზე კი არ უნდა იფიქროს, ხალხი რას იტყვის.
- მამაშენი კვლავ გეძებს?
- არ მეძებს, თორემ ჩემს პოვნას რა უნდა. უბრალოდ, დამემუქრა, თუ სადმე შემხვდები, მოგკლავო. მამაჩემი ჩემზე კარგს არსად ამბობს. მისთვის მკვდარი ვარ.
- გენატრება?
- (იცინის) არა. 17 წლის ვიყავი, მე-3 სართულის ფანჯრიდან რომ გადავძვერი და გავიპარე. მას შემდეგ შინ აღარ დავბრუნებულვარ.
- "ჯეობარში" სექსი გქონდა ერთ-ერთ მონაწილესთან. თუმცა შემდეგ განაცხადე, რომ ეს პროექტის ხელმძღვანელების დაკვეთით გააკეთე. გამოდის, სექსი დაკვეთითაც შეგიძლია?
- "ჯეობარის" ხელმძღვანელობამ მითხრა, რამე საინტერესო გააკეთეო და მეც გავაკეთე. სხვათა შორის, დათო ნამდვილად მომწონდა და ამიტომაც მომინდა მასთან სექსი. "ჯეობარის" დასრულების შემდეგაც გვქონდა ურთიერთობა, თუმცა მალე "დავიშალეთ".
- არ ნანობ, ასეთი გზით რომ დაამახსოვრე საზოგადოებას თავი?
- წარსულში რომ დავბრუნდე, ასე აღარ მოვიქცეოდი. ეს ყველაფერი გაუცნობიერებლად გავაკეთე. ისე, სიმართლე გითხრათ, ჩემს საქციელს არ ვნანობ, თუმცა უკეთესი იქნებოდა, პოპულარობა სხვა გზით მომეხვეჭა.
- ამბობენ, კობა ხაბაზთან და გიორგი ასანიძესთანაც ჰქონდა ინტიმური ურთიერთობაო.
- არა, ეს სისულელეა. უბრალოდ, ერთ ხანს მე და კობა ვაჟა-ფშაველას გამზირზე ვცხოვრობდით და ერთმანეთს ხშირად ვხვდებოდით. ერთხელ გადაცემა "ვანოს შოუშიც" ვიყავით მიწვეულები, სადაც პლუშის ბაჭია მაჩუქა. ზედმეტი ჩემთვის არასდროს უკადრებია. რაც შეეხება გიორგი ასანიძეს, იგი "ფარულ კამერაში" გავაბი და შიშველი მკერდით აღვაგზნე, მაგრამ არც მასთან ურთიერთობა წასულა შორს. სხვათა შორის, უამრავ პოპულარულ ადამიანს სურდა ჩემთან ურთიერთობა, მაგრამ...
- ვიცი, რომ მეგობრებისთვისაც წაგირთმევია შეყვარებულები...
- თუ მამაკაცი მომეწონება და შევატყობ, რომ მასაც მოვწონვარ, სულ არ მაინტერესებს, ის ვისი კაცია. მთავარია, მე მსურდეს.
- ანუ, სანდო მეგობარი არ ხარ?!
- მეგობარი არა, მაგრამ დაქალობა კარგი ვიცი. დაქალს ცუდს არ გავუკეთებ.
- პლასტიკური ოპერაცია თუ გაქვს გაკეთებული?
- არა და არც ვაპირებ. არ მომწონს უაზროდ და არაბუნებრივად გაბერილი რაღაც-რაღაცები. მე ყველაფერი ბუნებრივი მაქვს და ამით ვამაყობ.
ნინო მაისურაძე
ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”
(გამოდის ხუთშაბათობით)