არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველებს მომღერალ ირაკლი ნოზაძის დაჭრაში სავარაუდო დამნაშავე ერთ-ერთი გოგო იდენტიფიცირებული ჰყავთ.
როგორც Ambebi.ge-სთვის გახდა ცნობილი, პოლიციამ იმ ავტომანქანის იდენტიფიცირებაც მოახდინა, რომლითაც დანაშაულის ჩადენის შემდეგ, სავარაუდო ბოროტმოქმედებმა შემთხვევის ადგილი დატოვეს. ამ ეტაპზე პოლიცია აღნიშნულ ავტომანქანას ეძებს. ასევე, პოლიციის განყოფილებაში მიმდინარეობს ფაქტის თვითმხილველების გამოკითხვაც.
Ambebi.ge ინფორმაციის გადამოწმება შსს-ში სცადა, თუმცა უწყებაში ამ საკითხზე დამატებით კომენატრს არ აკეთებენ. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
ჯგუფ "ქუჩის ბიჭების" წევრი, მომღერალი ირაკლი ნოზაძე დღეს საღამოს დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა წერეთლის გამზირზე, მესამე კორპუსთან მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ნოზაძე, სავარაუდოდ, ორმა გოგომ დაჭრა.