ვიეტნამში წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა

ვიეტნამში წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა

ვიეტნამში წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად სულ მცირე 17 ადამიანი დაიღუპა და 11 უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

როგორც ვიეტნამის სტიქიური უბედურების კომიტეტი აცხადებს, 700-მდე მაშველი ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუირებას ახორციელებს და ასევე მიმდინარეობს უგზო-უკვლოდ დაკარგულების ძებნის ოპერაცია.

წინასწარი შეფასებით, წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად მიყენებული ზარალი 2,3 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ გასული წლის განმავლობაში ტროპიკული წვიმებისა და მეწყერის შედეგად ვიეტნამში 390 ადამიანი დაიღუპა.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"