როგორ ულოცავს კახა კალაძე პაოლო მალდინის 50 წლის იუბილეს

როგორ ულოცავს კახა კალაძე პაოლო მალდინის 50 წლის იუბილეს

თბილისის მერი, კახა კალაძე ფეხბურთელ პაოლო მალდინის 50 წლის იუბილეს "ინსტაგრამით" ულოცავს.

"კაპიტანო, დრო ყველასთვის გარბის, თუმცა ზოგიერთებისთვის ისე გადის, რომ არასოდეს იცვლებიან და ყველაფერი ხელშეუხებელი რჩება, როგორც ოცნებებში. მე ამ ოცნების შიგნით ვარ, სადაც ათი წელი შენს გვერდით გავატარე, შეუდარებელ ადამიანთან და პროფესიონალთან, რაც სიამაყეს მანიჭებს. ამ განსაკუთრებულ დღეს ჩემი ოჯახი და ჩემი ქვეყანა გეხვევა. მუდამ შენი მეგობარი, კალა".

პაოლო მალდინი და კახი კალაძე ნაკრებში წლების მანძილზე თამაშობდნენ. მალდინს კარიერის მანძილზე "მილანის" რიგებში 900-მდე ოფიციალურ მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული, რაც კლუბის რეკორდია. იტალიის ნაკრებში მას 126 მატჩი აქვს ჩატარებული და მხოლოდ ორ ფეხბურთელს ჩამორჩება. ესენი არიან: ფაბიო კანავარო (136) და ჯანლუიჯი ბუფონი (159). პაოლო "მილანის" საკულტო ღმერთია, ასე ახასიათებენ მას იტალიური ფეხბურთის გულშემატკივრები.

ასევე ნახეთ: კახა კალაძე მილანში ანდრეა პირლოს გაცილების მატჩს დაესწრება

პაოლო მალდინი კახა კალაძეს თბილისის მერობას ულოცავს

"მილანის" ორი ლეგენდა - ფოტო პაოლო მალდინის ინსტაგრამიდან

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს