ექიმის კომენტარი ირაკლი ნოზაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ

ექიმის კომენტარი ირაკლი ნოზაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ

პაციენტის მდგომარეობა აბსოლუტურად სტაბილურია, მოხსნილია მართვითი სუნთქვის აპარატიდან, - ამის შესახებ "ღუდუშაურის კლინიკის" გენერალური დირექტორის მოადგილემ, მარინა გელანტიამ მომღერალ ირაკლი ნოზაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საუბრისას განაცხადა.

"მე მესმის საზოგადოების ინტერესი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას თან დაკავშირებით. შემიძლია დაბეჯითებით გითხრათ, რომ ამ დროისთვის პაციენტის მდგომარეობა აბსოლუტურად სტაბილურია, მოხსნილია მართვითი სუნთქვის აპარატიდან, ადეკვატური და კონტაქტურია. მიმდინარეობს ინტენსიური მონიტორინგი რეანიმაციულ განყოფილებაში", - განაცხადა მარინა გელანტიამ.

ექიმის თქმით, ჯერჯერობით პაციენტის დაკითხვის საჭიროებას ვერ ხედავს, თუმცა აცხადებს, რომ ეს საკითხი მისი გადასაწყვეტი არაა.

"ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის. ზოგადად, ამ წუთისთვის მისი მდგომარეობა საყურადღებოა. ჯერ რეანიმაციულ განყოფილებაშია და არამგონია, მისი დაკითხვა საჭიროებას წარმოადგენდეს. ოჯახის წევრების შეშვების ვალდებულება გვაქვს, სხვა არავინ შესულა", - განაცხადა გელანტიამ.

„ქუჩის ბიჭების“ სოლისტი ირაკლი ნოზაძე წერეთლის გამზირზე ორი დღის წინ დაჭრეს. მას ღუდუშაურის კლინიკაში ოპერაცია ჩაუტარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომღერლის დაჭრის ფაქტზე გუშინ ორი გოგო დაკაავა. ბრალდებულები მოსკოვის გამზირზე მდებარე ერთ-ერთ საერთო საერთო საცხოვრებელში დააკავეს. მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 19-108-ე მუხლით და 376-ე მუხლით მიმდინარეობს.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ