ავტორი:

"ტრაგედია ტრიალებს ჩვენს სოფელში, ოთხი მკვდარი გვყავს..." - რას ყვება ავარიაში გარდაცვლილების შესახებ მეზობელი

"ტრაგედია ტრიალებს ჩვენს სოფელში, ოთხი მკვდარი გვყავს..." - რას ყვება ავარიაში გარდაცვლილების შესახებ მეზობელი

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის აგარის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები არიან, კიდევ ერთი მგზავრი კი მძიმედ დაშავდა.

AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, ავარიის შედეგად დაიღუპნენ გაბრიელ გვარჯალაძე და გიგო გარაყანიძე.

თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები თბილისში მუშაობდნენ და შემთხვევის დროს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გომიდან ბრუნდებოდნენ, სადაც ავარიის წინა დღეს, მეზობლების პანაშვიდზე ჩავიდნენ. გვარჯალაძე და გარაყანიძე სოფელში და-ძმა მახარაძეების პანაშვიდზე იყვნენ ჩასულები, რომლებიც ოთხი დღის წინ - 23 ივნისს ზესტაფონში მომხდარ ავარიას ემსხვერპლნენ.

AMBEBI.GE შემთხვევის შესახებ და გარდაცვლილებზე სასაუბროდ მათ მეზობელს, მარიკა ყაზარაშვილს ესაუბრა:

- ტრაგედია ტრიალებს ჩვენს სოფელში, ოთხი მკვდარი გვყავს. გაბრიელ გვარჯალაძე და გიგო გარაყანიძე ღობის მეზობლები არიან, ისინი რამდენიმე დღის წინ, ავარიაში დაღუპული და-ძმა მახარაძეების პანაშვიდზე სამსახურის მერე წამოვიდნენ, სამძიმარზე მისვლის შემდეგ, სახლებში გაიარეს და თბილისში ბრუნდებოდნენ დილით. სწორედ ამ დროს მოხდა ავარია და ორივე დაიღუპა.

- ამბობენ, რომ მათთან ერთად კიდევ ერთი ადამიანი იჯდა მანქანაში?

- გიგო გარაყანიძის შვილი, ირაკლი იჯდა მანქანაში, ის გადარჩა და ჯანმრთელია. კიდევ მეოთხე ადამიანიც იყო მანქანაში, ანუ მძღოლი და ის გორის ჰოსპიტალში წევს.

- რა ასაკის იყვნენ გარდაცვლილები და რა პოზიცია ეკავათ თავდაცვის სამინისტროში?

- გიგო 52 წლის იყო, გაბრიელი 44 წლის. ორივე სამხედრო მოსამსახურე იყო. გიგო მძღოლი იყო თავდაცვის სამინისტროში. გაბრიელი ერაყის მისიაშიც მსახურობდა რამდენჯერმე, ასევე თავდაცვის სამინისტროს ეკლესიის სტიქაროსანი იყო და ტაძრის წინამძღვარს დაატარებდა.

- შვილები ორივეს დარჩა?

- კი, ორივეს დარჩა შვილები. გაბრიელის მეუღლე ერთ-ერთი მაღაზიის მენეჯერია, ქალიშვილი დარჩა 8 წლის ნია. რაც შეეხება გიგოს, მას ჩვენი სოფლელი გოგო ჰყავს ცოლად, ორი შვილი დარჩა - 19 წლის თამუნა და 22 წლის ირაკლი. გაბრიელს და გიგოსაც ახლა მოასვენებენ სოფელში. ხვალ და-ძმას თემური და ლანა მახარაძეებს დავასაფლავებთ, მერე გაბრიელს და გიგოს. ასეთი ტრაგედია ამ სოფელს არ ახსოვს...

- თემურის და ლანას ჰყავდათ ოჯახები?

- კი, თემური ელიავას ბაზრობაზე მუშაობდა, ლანო ლაგოდეხში იყო გათხოვილი. ორივე და-ძმას ორ-ორი ბიჭი დარჩა.

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო