აგარასთან მომხდარ ავარიაში დაღუპულები, 4 დღის წინ ავარიაში გარდაცვლილი და-ძმის პანაშვიდიდან ბრუნდებოდნენ

აგარასთან მომხდარ ავარიაში დაღუპულები, 4 დღის წინ ავარიაში გარდაცვლილი და-ძმის პანაშვიდიდან ბრუნდებოდნენ

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის აგარის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები არიან, კიდევ ერთი მგზავრი კი მძიმედ დაშავდა.

AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, ავარიის შედეგად დაიღუპნენ გაბრიელ გვარჯალაძე და გიგო გარაყანიძე. ორივე მათგანი 45 წლამდე ასაკისაა.

თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები თბილისში მუშაობდნენ და შემთხვევის დროს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გომიდან ბრუნდებოდნენ, სადაც ავარიის წინა დღეს, მეზობლების პანაშვიდზე ჩავიდნენ. გვარჯალაძე და გარაყანიძე სოფელში და-ძმა მახარაძეების პანაშვიდზე იყვნენ ჩასულები, რომლებიც ოთხი დღის წინ - 23 ივნისს ზესტაფონში მომხდარ ავარიას ემსხვერპლნენ. ლალი და თემურ მახარაძეები მსუბუქი მარკის ავტომობილში ისხდნენ კიდევ ორ ადამიანთან ერთად, მანქანა გზიდან გადავიდა და ამობრუნდა.

როგორც AMBEBI.GE-სთან საუბარში გომის ერთ-ერთი მკვიდრი ამბობს, "სოფელში წარმოუდგენელი ტრაგედია ტრიალებს - ერთ კვირაში ოთხი თანასოფლელი ავარიით დაიღუპა".

რაც შეეხება აგარასთან მომხდარ ავარიას, გარდაცვლილების ახლობლების ინფორმაციით, ავტომანქანა, რომლითაც თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები მოძრაობდნენ, ტრაილერს შეეჯახა, რომელსაც თურქეთის მოქალაქე მართავდა.

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო