ავტორი:

"დაჭრამდე ავტომობილში ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებას" - რას ამბობს დაკავებული თამთა ჯანჯღავას ადვოკატი

"დაჭრამდე ავტომობილში ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებას" - რას ამბობს დაკავებული თამთა ჯანჯღავას ადვოკატი

ირაკლი ნოზაძის დაჭრამდე ავტომობილში ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებას, - ამის შესახებ Ambebi.ge-ს მომღერლის დაჭრაში ბრალდებული თამთა ჯანჯღავას ადვოკატმა ავთანდილ ბუაძემ განუცხადა.

მისი თქმით, თამთა ჯანჯღავასა და ირაკლი ნოზაძეს მეგობრული ურთიერთობა აკავშირებდათ. ადვოკატის ინფორმაციით, ჯანჯღავა კატეგორიულად უარყოფს, რომ მას განზრახული ჰქონდა ირაკლი ნოზაძის მოკვლა. ავთანდილ ბუაძე არ ასახელებს, თუ რა გახდა დანაშაულის ჩადენის მოტივი.

“დაკავებულის პოზიციაა, რომ ის არ აღიარებს ბრალს, განზრახ მკვლელობას. რაც შეეხება მოტივაციას, ეს გამოძიების წარმოების პროცესში დადგინდება. ამ ეტაპზე მე ვერაფერს გეტყვით. არის ფიზიკური დაზიანება, რომელზეც ჩანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა", - განაცხადა ადვოკატმა.

ნახეთ ვიდეო: "უსაფუძვლოდ არაფერი ხდება..." - ირაკლი ნოზაძის დაჭრაში ბრალდებულის ადვოკატი

რაც შეეხება ბრალს, თამთა ჯანჯღავას ბრალი ჯერჯერობით ოფიციალურად არ წაყენებია. ადვოკატის თქმით, მათთვის ჯერჯერობით მტკიცებულებები არ წარუდგენიათ.

შეგახსენებთ, "ქუჩის ბიჭების" სოლისტი ირაკლი ნოზაძე 25 ივნისს საღამოს, წერეთლის გამზირზე დაჭრეს. მას იმ ღამესვე ღუდუშაურის კლინიკაში ოპერაცია ჩაუტარდა. ნოზაძეს ცივი იარაღით დაზიანებები გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული.

შსს-მ დაჭრის საქმეზე ორი პირი დააკავა - 29 წლის თამთა ჯანჯღავა და 24 წლის ნათია თოფურია. ჯანჯღავას გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავება, ხოლო ნათია თოფურია დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით არის დაკავებული.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს