რას ამბობს ნოზაძის დაჭრაში ბრალდებულის ნათესავი - "თამთას არანაირი შეხება არ ჰქონია ნარკოტიკებთან"

რას ამბობს ნოზაძის დაჭრაში ბრალდებულის ნათესავი - "თამთას არანაირი შეხება არ ჰქონია ნარკოტიკებთან"

თამთას ნარკოტიკულ საშუალებებთან არანაირი შეხება არ ჰქონია, ეს დაადასტურა ჩატარებულმა ექსპერტიზამაც, - ამის შესახებ Ambebi.ge-ს მომღერალ ირაკლი ნოზაძის დაჭრის ბრალდებით დაკავებული თამთა ჯანჯღავას ბიძაშვილმა გვანცა რამიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ნარკოტიკულ საშუალებებთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, ისევე, როგორც სიცრუეა, თითქოს ირაკლი ნოზაძე და ბრალდებული ჯანჯღავა მეგობრები არ იყვნენ.

"თამთას არანაირი შეხება არასდროს ჰქონია ნარკოტიკულ საშუალებასთან. ის არ იმყოფებოდა ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ, არც მომხდარი ფაქტის დროს. აღნიშნული დაადასტურა ექსპერტიზამაც. ასევე, არასწორია ის, რასაც მედიაში აკეთებენ კომენტარებს, თითქოს ირაკლი ნოზაძე და თამთა არ იყვნენ ვითომ მეგობრები. მე როგორც ვიცი, ისინი იყვნენ მეგობრები. თუმცა, რა მოხდა კონკრეტულად, ამაზე საუბარი ჯერჯერობით არ შემიძლია, ვინაიდან ჩვენ თამთას არ გავსაუბრებივართ", - აღნიშნა გვანცა რამიშვილმა.

ნახეთ ვიდეო: ნარკოტიკთან არანაირი შეხება არ ჰქონია, ირაკლიმ ცუდი სიტყვა უთხრა და ამას მოჰყვა ყველაფერი - "პიკასოს" დაჭრაში ბრალდებულის ახლობელი

დიდუბის პოლიციის მეორე განყოფილებაში ასევე იმყოფებოდა ბრალდებულის დედაც, რომელმაც მედიისთვის ოფიციალური კომენტარის გაკეთება არ ისურვა. თუმცა Ambebi.ge-სთან პირად საუბარში აღნიშნა, რომ არასწორია ინფორმაცია, თითქოს თამთა მის მეგობართან ერთად ცხოვრობდა. ბრალდებულის დედა ამბობს, რომ მან არ იცის კონკრეტულად რატომ დაჭრა ირაკლი ნოზაძე, თუმცა იცის, რომ მისი შვილი და ირაკლი ნოზაძე მეგობრობდნენ.

შეგახსენებთ, "ქუჩის ბიჭების" სოლისტი ირაკლი ნოზაძე 25 ივნისს საღამოს, წერეთლის გამზირზე დაჭრეს. მას იმ ღამესვე ღუდუშაურის კლინიკაში ოპერაცია ჩაუტარდა. ნოზაძეს ცივი იარაღით დაზიანებები გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული.

შსს-მ დაჭრის საქმეზე ორი პირი დააკავა - 29 წლის თამთა ჯანჯღავა და 24 წლის ნათია თოფურია. ჯანჯღავას გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავება, ხოლო ნათია თოფურია დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით არის დაკავებული.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს