ნუკი კოშკელიშვილი ბიჭის დედა გახდა - ფოტო+ვიდეო სამშობიარო ბლოკიდან

ნუკი კოშკელიშვილი ბიჭის დედა გახდა - ფოტო+ვიდეო სამშობიარო ბლოკიდან

ცნობილი ტელეწამყვანი და მოდელი ნუკი კოშკელიშვილი, რომელიც ამერიკაში გათხოვდა, უკვე ბიჭის დედაა. ნუკის პირადი ცხოვრების ძირითადი დეტალები საზოგადოების დიდი ნაწილისთვის კარგად ცნობილია. მოდელმა ჯერ კიდევ შეყვარებულობის პერიოდში გააცნო ხალხს მისი რჩეული ბენი, რომელთან ერთადაც სხვადასხვა შოუში დადიოდა და საკუთარ ლავსთორიზე საუბრობდა. მას შემდეგ, რაც წყვილი დარწმუნდა, რომ ცხოვრების ერთად გატარება უნდოდათ, იქორწინეს და საცხოვრებლად ამერიკაში წავიდნენ. გარკვეული დროის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ნუკი ბავშვს ელოდებოდა, მძიმე ტოქსიკოზის მიუხედავად, ყოველთვის ცდილობდა ფორმაში ყოფილიყო და 7 თვის ორსულმა საკმაოდ თამამ ფოტოსესიაშიც მიიღო მონაწილეობა.

ნუკი ყოველთვის აქტიური იყო სოციალურ ქსელში, თუმცა გუშინ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, როცა სამშობიარო ბლოკიდან თითქმის ყოველ 15 წუთში ლაივებისა და ფოტოების მეშვეობით ინფორმაციას ავრცელებდა მისი მდგომარეობის შესახებ. აღსანიშნავია ისიც, რომ ნუკი, სამშობიაროდ, ძალიან მოწესრიგებული წავიდა, არც მაკიაჟი დავიწყებია და არც ვარცხნილობა, ეს კი იმით ახსნა რომ უნდოდა, მის შვილს პირველად ლამაზი ენახა. გაუტკივარებისა და ბენის გვერდით დგომით, ქვეყანას ბიჭი მოევლინა, რომლის სახელიც ჯერ საზოგადოებისთვის უცნობია. ფოტო+ვიდეო

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს