რატომ გადმოვიდა საქართველოში საცხოვრებლად დუბაის უდიდესი კომპანიის მფლობელი წყვილი? - "გვიყვარს ყველაფრის ნულიდან დაწყება"

რატომ გადმოვიდა საქართველოში საცხოვრებლად დუბაის უდიდესი კომპანიის მფლობელი წყვილი? - "გვიყვარს ყველაფრის ნულიდან დაწყება"

დუბაის უდიდესი კომპანიის Six Degrees Communications House მფლობელმა ცოლ-ქმარმა, საქართველოს გამო ყველაფერი მიატოვა. პირველი, რაც ჩვენი ქვეყნის შესახებ გაიგეს, ლოპოტას არსებობა იყო.

თავდაპირველად, როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე, „ჯორჯიას“ გაგონებაზე, ეგონათ ლოპოტა ატლანტის ჯორჯიაში მდებარეობდა. იმ ფაქტით დაინტრიგნებულებმა, რომ საქართველოს შესახებ არავინ არაფერი იცოდა, ყველაფერი გამოიძიეს ამ ქვეყნის შესახებ.

თავდაპირველად თაფლობის თვის გატარება დაგეგმეს ამ უცხო, იდუმალ ქვეყანაში, მოგვიანებით კი ისე შეუყვარდათ აქაურობა, გადაწყვიტეს ცხოვრება ნულიდან დაეწყოთ.

მუჰამედ ფემი

- ბევრს ვმოგზაურობდით, ახალი დაბრუნებულები ვიყავით ერთ-ერთი ვოიაჟიდან როცა, სოც. ქსელში ლოპოტის ტბის ფოტოს წავაწყდი. მეგონა ატლანტის ჯორჯია იყო, მერე შევისწავლე საქართველო, არავინ არაფერი იცოდა და ამან უფრო დიდი ინტერესი აღძრა ჩემში, ბოლომდე მოვიძიე ინფორმაცია თქვენს ქვეყანაზე.

თავიდან დავჯავშნეთ ბილეთები და ორი კვირით წავედით კახეთში, მივხვდი საქართველო მარტო ლოპოტა არ იყო, აქ ყველაფერია - მთები, ზღვა... ამიტომ გადავწყვიტეთ სხვაგანაც წავსულიყავით.

ლამია ფარაგი

- ტურის გარეშე ჩამოვედით. ვეწვიეთ თბილისს, გვინდოდა ხალხთან პირადად გვეკონტაქტა, რომ უკეთ გაგვეცნო საქართველო, ამიტომ ქუთაისში ოჯახური ტიპის სასტუმროში დავბინავდით. განაგრძეთ კითხვა

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ