ირაკლი ნოზაძე თამთასთან მეგობრობდა, შემთხვევამდე ნოზაძემ მას თავად დაურეკა და მისვლა სთხოვა - რას ჰყვება თამთა ჯანჯღავას ბიძაშვილი

ირაკლი ნოზაძე თამთასთან მეგობრობდა, შემთხვევამდე ნოზაძემ მას თავად დაურეკა და მისვლა სთხოვა - რას ჰყვება თამთა ჯანჯღავას ბიძაშვილი

მომღერალ ირაკლი ნოზაძის დაჭრის საქმეზე მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებული თამთა ჯანჯღავას ბიძაშვილი მისი ნათესავის ნარკოტიკულ საშუალებებთან კავშირს უარყოფს.

გვანცა რამიშვილი ამბობს, რომ თამთა ჯანჯღავა ირაკლი ნოზაძესთან მეგობრობდა და მისთვის გაუგებარია, რატომ მოხდა მათ შორის კონფლიქტი. ამასთან, რამიშვილის თქმით, შემთხვევამდე ნოზაძემ ჯანჯღავას თავად დაურეკა და მასთან მისვლა სთხოვა.

"თამთა არც მომხმარებელი ყოფილა და არავითარი კავშირი არ აქვს ნარკოტიკებთან. ნარკოლოგიურშიც ჰყავდათ და არ ამოუგდო არაფერი. არ ვიცი, ნოზაძეს რატომ ეძახდა "ჩამოეთრიე შე ბარიგაო". როგორც ვიცი, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხოფა მიაყენა. მანამდე თვითონ ირაკლიმ დაურეკა და უთხრა მოდიო. რომ მივიდა, დაემალა და მეგობარი ჩაუშვა დაბლა. სხვაგან იყო თამთა და მან დაურეკა. მეგობრები იყვნენ. მეც კი მისაუბრია მასთან, როცა თამთას ტელეფონზე დაურეკავს", - განაცხადა გვანცა რამიშვილმა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ