ირაკლი ნოზაძე რეანიმაციიდან პალატაში გადაიყვანეს

ირაკლი ნოზაძე რეანიმაციიდან პალატაში გადაიყვანეს

ირაკლი ნოზაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ღუდუშაურის კლინიკის პრესსამსახურში განუცხადეს, პაციენტი პალატაშია გადაყვანილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ვერ აკონკრეტებენ მოხდება თუ არა მომღერალ ირაკლი ნოზაძის დღეს გამოკითხვა. თუმცა არსებული ინფორმაციით, ირაკლი ნოზაძე დღეს უნდა გამოკითხონ. სავარაუდოდ, დღესვე უნდა ცნონ ის დაზარალებულად.

ღუდუშაურის კლინიკაში გამომძიებლები გუშინ იმყოფებოდნენ, თუმცა ირაკლი ნოზაძის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მისი დაკითხვა ვერ მოხერხდა.

ირაკლი ნოზაძის დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით შს სამინისტრომ ორი პირი დააკავა. გამოძიება თამთა ჯანჯღავას განზრახ მკვლელობის მცდელობას, ხოლო მის მეგობარ ნათია თოფურიას დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. მომღერალი წერეთელზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში რამდენიმე დღის წინ დაჭრეს. ექიმების ინფორმაციით, ნოზაძეს ჭრილობა გულმკერდის არეში აქვს მიყენებული.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ