დავით აღმაშენებელი - პროექტ "ქართველი მეფეების" მორიგი ტომი

დავით აღმაშენებელი - პროექტ "ქართველი მეფეების" მორიგი ტომი

გამომცემლობა "პალიტრა L"-ის მორიგი უპრეცედენტო პროექტის - "ქართველი მეფეების" ფარგლებში დავით აღმაშენებლის მეფობის შესახებ მორიგი ტომი გამოიცემა. შეგახსებეთ, პროექტი "ქართველი მეფეების" 24 ტომეულში 28 მეფის ისტორია გაცოცხლდება და მკითხველს შესაძლებლობა ექნება ამა თუ იმ ეპოქის საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკურ ვითარებას, მეფეების პიროვნულ თვისებებსა და მნიშვნელოვან ფაქტებს გაეცნოს, რომლებმაც საქართველოს ისტორიაში გარდამტეხი როლი შეასრულეს. წიგნები, რომელზეც ცნობილმა მეცნიერთა ჯგუფმა იმუშავეს, გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად თვეში ერთხელ იყიდება, ამჯერად კი, როგორც უკვე გითხარით, დავით აღმაშენებლის პოლიტიკურ თუ სამხედრო გადაწყვეტილებებზე, მის ტაქტიკასა და მმართველობის საოცარ უნარზე მიიღებთ წიგნიდან ინფორმაციას, რომელსაც სხვაგან ვერსად ამოიკითხავთ. დეტალებზე პროექტის ხელძღვანელი ჯაბა სამუშია გვესაუბრა:

- "პალიტრა L"-ის მორიგი პროექტის - "ქართველი მეფეების" მსგავსი საქართველოში არ განხორციელებულა - ეს არის მართლაც პირველი მცდელობა, რომ მკითხველს ყველა ცნობილ ქართველ მეფეზე წარმოდგენა შეექმნას და გააანალიზოს მათი გადაწყვეტილებები, მმართველობს ტაქტიკა და ისტორიული ნაბიჯები, რომლებმაც, რა თქმა უდნა, ქვეყნის განვთარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს. ამჯერად, წიგნი საქართველოს გამაერთიანებელ მეფეს- დავით აღმაშენებელს მიეძღვნება. დავით აღმაშენებელი 16 წლის ასაკში ისეთ პერიოდში ავიდა მეფის ტახტზე, როდესაც საქართველოს მართლაც უმძიმესი ჟამი ედგა. მიუხედავად ამისა, სულ მალე ქვეყნის ღირსეულ მეფეს „აღმაშენებელი“ უწოდეს. მაშინ, როდესაც დავით აღმაშენებელი გამეფდა, საქართველოში ასეთი ვითარება იყო: ქვეყანა თურქ-სელჩუკების მიერ აოხრებული იყო, არავის ჰქონდა იმედი, რომ ვინმე მათ ქვეყნიდან განდევნას მოახერხებდა. მეფე დავითმა ეს შეძლო და 1121 წელს დიდგორის ბრძოლაში მნიშვნელოვანი გამარჯვებით თურქ-სელჩუკები განდევნა. მის მიერ არმიაში და მმართველობის სისტემაში გატარებულმა რეფორმებმა შესაძლებლობა მისცა ქვეყანა გაეერთიანებინა და მთელი კავკასიის მიწების საქართველოს დაქვემდებარებაში შემოეყვანა.

- აღსანიშნავია, რომ დავით აღმაშენებელს განსაკუთრებით უყვარდა კითხვა...

- დიახ, მეფე დავითი სადაც უნდა წასულიყო, ომში, სანადიროდ თუ სამოგზაუროდ, რჩეული წიგნები ყოველთვის თან დაჰქონდა. როგორც კი დასასვენებლად მუხლს ჩახრიდა, მაშინვე წიგნს მოართმევდნენ. თვალი რომ დაეღლებოდა, სხვას აკითხებდა ხმამაღლა. დავითი კითხულობდა ღვთისმეტყველთა ნაშრომებს. ასევე ეცნობოდა ანტიკურ ავტორთა ნაწარმოებებს, როგორც საეკლესიო და სამხედრო, ისე ეკონომიკურ, არქიტექტურულ, სამართლებრივ სფეროში. მისივე ისტორიკოსის ცნობით, ერთხელ ისე გაერთო კითხვით, რომ ვერ გაიგო, მტერი თავს როგორ წამოადგა. ალბათ, წიგნიერების განუზომელმა სიყვარულმაც, რა თქმა უნდა, სხვა ფაქტორებთან ერთად, განაპირობა მის მიერ იყალთოს, გელათის, გრემის აკადემიების დაარსება, სადაც ისწავლებოდა ფილოსოფია, რიტორიკა, არითმეტიკა, გეომეტრია, გრამატიკა, მუსიკა, ასტრონომია. ამ მონასტრებში სამოღვაწეოდ მან საზღვარგარეთიდან ჩამოიყვანა ქართველი მწერლები, მეცნიერები, ფილოსოფოსები, მათ შორის, იოანე პეტრიწი და არსენ იყალთოელი. აქტიურად ეხმარებოდა საზღვარგარეთ არსებულ ქართული კულტურისა და განათლების ცენტრებს. დავით აღმაშენებელი ხელს უწყობდა ვაჭრობისა და ხელოსნობის განვითარებას. მან შეღავათიანი პირობები შეუქმნა ვაჭრებს, ააგო ხიდები, გზები, ააშენა ფუნდუკები, სადაც სხვადასხვა ქვეყნის ვაჭრებს უფასოდ შეეძლოთ ღამისთევა. ამის შედეგად XII საუკუნის I მეოთხედში საქართველოში საქალაქო ცხოვრება განსაკუთრებით დაწინაურდა. დავით არმაშენებლის სახელთანაა დაკავშირებული გელათის ტაძრის მშენებლობა. მანვე დააარსა ქართული კულტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კერა - გელათის აკადემია. დავით IV-ის განკარგულებით ააგეს ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია შიომღვიმეში. დიახ, დავით აღმაშენებელმა თავისი წვლილი შეიტანა ქართული ჰიმნოგრაფიის განვითარებაშიც. მას ეკუთვნის ორიგინალური პოეტური ნაწარმოები "გალობანი სინანულისანი", რომელიც შუა საუკუნეების ქართული კულტურის იდეოლოგიური და ესთეტიკური მრწამსის გამოხატულებაა.

შეგახსენებთ, რომ წიგნის შეძენა 16 ივლისიდან გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად შეგეძლებათ. სპეციალური ფასი 5.5 ლარი, გაზეთთან ერთად 7 ლარი. მოიკითხეთ წიგნის მაღაზიებსა და პრესის გავრცელების წერტილებში.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ