"ვიზეარის" თვითმფრინავი ქუთაისის აეროპორტში ავარიულად დაეშვა - რას ამბობენ აეროპორტების გაერთიანებაში

"ვიზეარის" თვითმფრინავი ქუთაისის აეროპორტში ავარიულად დაეშვა - რას ამბობენ აეროპორტების გაერთიანებაში

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, დორტმუნდის მიმართულებით მოძრავი „ვიზეარის“ თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ერთ-ერთმა მგზავრმა განუცხადა, არსებობს ინფორმაცია, რომ თვითმფრინავს მუხრუჭის პრობლემები შეექმნა.

„ვიზეარის“ თვითმფრინავით დორტმუნდის მიმართულებით უნდა გავფრენილიყავით. აფრენამდე 5 წუთით ადრე მფრინავმა გამოაცხადა, რომ ყველაფერი წესრიგში იყო რეისის შესასრულებლად, თუმცა აფრენიდან მალევე უკან დავეშვით. როგორც ამბობენ, თვითმფრინავს შეექმნა მუხრუჭის პრობლემები. არ ვიცით, ეს ინფორმაცია რამდენად დადასტურებულია, თუმცა დაშვება იყო ძალიან ხისტი. ასევე ამბობენ იმას, რომ თვითმფრინავის უკანა ნაწილში გაჩნდა კვამლი“, - განაცხადა მგზავრმა.

მისივე ინფორმაციით, ამ დრომდე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში არიან და მომხდარის მიზეზებთან დაკავშირებით კომპანიისგან ოფიციალურ პასუხს ელოდებიან.

იხილეთ ვიდეო: "ვიზეარის" თვითმფრინავი, რომელიც დორტმუნდში მიფრინავდა, ქუთაისის აეროპორტში ავარიულად დაეშვა - მუხრუჭის პრობლემა თუ კვამლი?

„ქაოსში ვართ. ჯერჯერობით არავის აქვს პასუხი იმაზე, რა მოხდა“, - აღნიშნა მგზავრმა.

აეროპორტების გაერთიანება მომხდარის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

„მგზავრთა საყურადღებოდ! ავიაკომპანია ვიზეარის რეისი ქუთაისი - დორტმუნდი, ტექნიკური ხარვეზის გამო, ხომალდის ეკიპაჟის კაპიტნის გადაწყვეტილებით, აფრენამდე დაბრუნდა სადგომზე.

ამჟამად მიმდინარეობს საჰაერო ხომალდის ტექნიკური შემოწმება, რის დასრულების შემდეგაც გაცნობებთ დამატებით ინფორმაციას“, - ნათქვამია აეროპორტების გაერთიანების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ