მაია მიმინოშვილი - ჩემი მოსაზრებაა, რომ ივლისში არ უნდა ტარდებოდეს ეროვნული გამოცდები

მაია მიმინოშვილი - ჩემი მოსაზრებაა, რომ ივლისში არ უნდა ტარდებოდეს ეროვნული გამოცდები

გაზაფხულზე ეროვნული გამოცდების ჩატარებაში ერთადერთ პრობლემას ვხედავ შენობების კუთხით, რადგან ამ დროს სკოლებში და უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესია და გამოცდებისთვის სასტუმროებს ვერ დავიქირავებთ,- ამის შესახებ ჟურნალისტებს შფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, შესაძლებელია სხვადასხვა ფორმების მოძებნა.

"მე, რა თქმა უნდა, ვიქნები ბედნიერი ისეთ პირობებში ჩატარდეს გამოცდები, როდესაც პრობლემა არ იქნება სიცხე. მე რომ მქონდეს შესაძლებლობა გაზაფხულზე ან შემოდგომაზე ჩავატარო გამოცდები, იქნება ძალიან კარგი. ერთადერთი აქ პრობლემას ვხედავ შენობის თვალსაზრისით, რადგან სკოლა ფუნქციონირებს გაზაფხულზე და სასტუმროებს ვერ დავიქირავებ საგამოცდო პროცესის წასამართად. ისევ სკოლის შენობები მჭირდება და უნივერსიტეტები, თუმცა სასწავლო პროცესი მიმდინარეობს და მე არ ვიცი შუალედს როგორ მოვნახავთ. შესაძლებელია ამაზე დაფიქრებაც და რაიმე ფორმის მოძებნა",- განაცხადა მიმინოშვილმა.

საქართველოში ეროვნული გამოცდების გაზაფხულზე ჩატარების მოსაზრება დღეს განათლების მინისტრმა გამოთქვა.

"ჩემი მოსაზრებაა, რომ ივლისში არ უნდა ტარდებოდეს ეროვნული გამოცდები. შესაძლებელია, ეროვნული გამოცდების ჩატარება გაზაფხულზე. მომავალი წლიდან ვიხილავთ სწორედ ამ მიმართულებას, რომ გაზაფხულზე, სემესტრის ბოლოს ჩატარდეს ეროვნული გამოცდები და არ იყოს ივლისში, როდესაც ცხელა. სხვადასხვა ვარიანტი არსებობს. გაზაფხულზე, სემესტრის ბოლოს სრულიად შესაძლებელია ერვნული გამოცდების ჩატარება და ამ იდეას ვიხილავთ",- განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ