როგორ უნდა გადაამოწმოთ ჭარბი რაოდენობის წამალი გამოგიწერათ თუ არა ექიმმა - ეს 16 ივლისიდან იქნება შესაძლებელი

როგორ უნდა გადაამოწმოთ ჭარბი რაოდენობის წამალი გამოგიწერათ თუ არა ექიმმა - ეს 16 ივლისიდან იქნება შესაძლებელი

ჯანდაცვის სამინისტრო პოლიფარმაციის შემთხვევების ანუ მედიკამენტების ჭარბად დანიშვნის პრევენციის მექანიზმს ნერგავს. კერძოდ, უწყების ახალი ინსტრუმენტის საშუალებით, მოქალაქეებს 16 ივლისიდან 5 და მეტი მედიკამენტის გამოწერის შემთხვევაში დანიშნულების გადამოწმება შეეძლებათ.

„5 და მეტი მედიკამენტის გამოწერის შემთხვევაში პაციენტს დანიშნულების გადამოწმება შეეძლება. განსაზღვრულია რამდენიმე კრიტერიუმი, რის საფუძველზეც გადამოწმდება ჭარბად არის თუ არა მედიკამენტები გამოწერილი. მათ შორის, ყურადღება მიექცევა - ხომ არ არის დანიშნული ორი ან მეტი ანტიობიტიკი, ასევე, ხომ არ არის ექიმის მიერ გამოწერილი ერთი და იგივე ჯენერიკი ორი და მეტი სავაჭრო დასახელებით ან ერთი და იგივე ფარმაკოლოგიური ჯგუფის მედიკამენტები ხომ არ არის ერთდროულად დანიშნული. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ამ შემთხვევებში გათვალისწინებული იქნება მედიკამენტების ორგანიზმში შეყვანის გზები, რადგან შესაძლოა, მაგალითად, ორი ანტიბიოტიკი იყოს დანიშნული, თუმცა, ორგანიზმში შეყვანის გზები იყოს განსხვავებული (ერთი იყოს დასალევი აბი, მეორე კი მალამოს სახით),“-აღნიშნა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სამმართველოს უფროსმა ნათია ნოღაიდელმა. განაგრძეთ კითხვა

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ