"აქციებს აღარ ვგეგმავ, რადგან პოლიტიკურ ჭრილში გაატარეს - არ მინდა ხალხმა ჩემს გამო შეურაცხყოფილად იგრძნოს თავი" - ზაზა სარალიძე

"აქციებს აღარ ვგეგმავ, რადგან პოლიტიკურ ჭრილში გაატარეს - არ მინდა ხალხმა ჩემს გამო შეურაცხყოფილად იგრძნოს თავი" - ზაზა სარალიძე

რამდენჯერაც აქცია დავგეგმე, იმდენჯერ ხან პოლიტიკურ ჭრილში გაატარეს, ხან ისე გაატარეს. აღარ მინდა ჩემს გამო ხალხმა შეურაცხყოფილად იგრძნოს თავი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, კონკრეტული აქცია ჯერჯერობით დაგეგმილი არ აქვს და ამ ეტაპზე მხოლოდ შსს-ს ეზოში გამოხატავს პროტესტს.

კითხვაზე, ვის მიერ არის ორგანიზებული დღევანდელი აქცია, რომელიც შსს-სთან, 19:00 საათზეა დაანონსებული, სარალიძის თქმით, ამაზე არაფერი იცის და აქცია თვითონ არ დაუგეგმავს.

"აქცია მე არ დამიგეგმავს გამომდინარე იქიდან, რომ ხალხს აღარ ვაწუხებ. აქციას დაგეგმავდა ის, ვისაც სურს სამართლიანობის აღდგენა. მე რამდენჯერაც აქცია დავგეგმე, იმდენჯერ ხან პოლიტიკურ ჭრილში გაატარეს, ხან ისე გაატარეს. აღარ მინდა ჩემს გამო ხალხმა შეურაცხყოფილად იგრძნოს თავი. პარტიებთანაც არასდროს მითანამშრომლია. არასდროს მითქვამს პარტიებისთვის გვერდით დამიდექით-მეთქი. ერთადერთხელ მოვუწოდე და ვითათბირეთ თემაზე, მაგრამ მაინც გვერდზე გავწიე, იქიდან გამომდინარე, რომ ამ საქმეში კონკრეტული პარტიების ჩარევა საჭიროდ არ ჩავთვალე. რაც შეეხება ხალხს, თუ ვინმეს სურს სამართლიანობის აღსადგენად ბრძოლა, გზას არავის ვუკეტავ", - განაცხადა სარალიძემ.

ამასთან, მისივე განმარტებით, ის შს მინისტრთან შეხვედრას არ ითხოვს.

"გიორგი გახარიასთან შეხვედრას არ ვითხოვ. გახარიას, თუ თვითონ უნდა შეხვედრა, ეს არ ვიცი, მაგრამ შევხვდები მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ბრძანება ეკავება ხელში კალანდიას დაკავების შესახებ. ამ თემასთან დაკავშირებით არავინ ჩამოსულა სამინისტროდან ჩემთან", - აღნიშნა სარალიძემ.

რაც შეეხება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას, სარალიძე განმარტავს, რომ დიაბეტი აწუხებს, თუმცა ამ დროისთვის თავს კარგად გრძნობს.

"რაც შეეხება შიმშილობას, მე არც მითქვამს, რომ შიმშილობას ვიწყებ-მეთქი. აქ ისეთი პირობები ნამდვილად არ მაქვს, რომ საჭმელ-სასმელი თავზე მეყაროს...

დიაბეტი მაქვს, თუმცა ახლა ჩვეულებრივად ვგრძნობ თავს", - განაცხადა სარალიძემ.

იხილეთ ვიდეო: ზაზა სარალიძე - რამდენჯერაც აქცია დაგვეგმე, პოლიტიკურ ჭრილში გაატარეს - აღარ მინდა ხალხმა ჩემს გამო შეურაცხყოფილად იგრძნოს თავი

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ