"მარშრუტკების" ნაწილს გზებზე გადაადგილება აეკრძალა

"მარშრუტკების" ნაწილს გზებზე გადაადგილება აეკრძალა

ყვითელი მიკროავტობუსების ნაწილს გზებზე გადაადგილება აეკრძალა. ამის შესახებ bpn.ge სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს უსაფრთხოების სამსახურის უფროსზე შალვა ურიადმყოფელზე დაყრდნობით წერს.

როგორც ურიადმყოფელმა რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა, 2018 წლის 3 იანვრიდან ტექნიკური ინსპექტირება 38 199 სამგზავრო და სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებამ გაიარა, საიდანაც 858 სატრანსპორტო საშუალებას გზაზე გადაადგილება აეკრძალა.

მისივე თქმით, იმ სატრანსპორტო საშუალებებს შორის, რომლებსაც გზებზე გადაადგილება აეკრძალა და შეკეთებასაც კი არ ექვემდებარებიან, ყვითელი მიკროავტობუსებიც მოხვდა.

„უახლოეს მომავალში გამოვაქვეყნებთ ტექნიკური ინსპექტირების შედეგებზე სტატისტიკურ მონაცემებს. მათ შორის არის ტრანსპორტი, რომელიც სამგზავრო გადაყვანებს ახორციელებს. აღსანიშნავია, რომ წინასწარ რა ინფორმაციაც მაქვს, ყვითელი სამარშრუტო ტაქსების გარკვეული რაოდენობა იმ სატრანსპორტო საშუალებების ჩამონათვალში მოხვდა, რომლებსაც გზებზე გადაადგილება აეკრძალა და ისინი შეკეთებასაც კი არ ექვემდებარებიან“, - აღნიშნა ურიადმყოფელმა.

რაც შეეხება ტექინსპექტირების სტატისტიკას, 38 199 სამგზავრო და სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან, 28 574 გამართული აღმოჩნდა, 8 767 ტექინსპექტირების გავლისას დახარვეზდა; 6 202 -მა ინსპექტირება განმეორებით გაიარა; 257 კი განმეორებით დახარვეზდა. შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 1-ლი იანვრიდან ტექნიკური ინსპექტირება სამგზავრო და სატვირთო ავტომობილებისთვის, 1-ელი ივლისიდან კი სახელმწიფო უწყებების და იურიდიული პირების კუთვნილებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის ამოქმედდა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ