მაღალი ტემპერატურის გამო 2 ივლისს საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარებამ ისტორიულ პიკს მიაღწია

მაღალი ტემპერატურის გამო 2 ივლისს საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარებამ ისტორიულ პიკს მიაღწია

საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარებამ 2 ივლისს, დაახლოებით 16:00 საათზე, ტემპერატურის მკვეთრი მატების გამო, ისტორიულ პიკს მიაღწია.

"საქართველოს ელექტროსისტემის" ინფორმაციით, საქართველოს ენერგოსისტემის პიკური მოხმარება-1920 მგვტ დაფიქსირდა, რაც 80-იანი წლების შემდეგ ზაფხულის პერიოდისთვის რეკორდული მაჩვენებელია.

„ბოლო პერიოდში, მაღალი ტემპერატურის გამო, საქართველოს ენერგოსისტემაში საგრძნობლად გაიზარდა ელექტროენერგიის მოხმარება. მოხმარების აღნიშნული მაჩვენებელი 12%-ით აღემატება შარშანდელი ანალოგიური პერიოდის სიდიდეს. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში, საქართველოს ენერგოსისტემის ზაფხულის პიკური მოხმარების ზრდის ტემპი აჭარბებს ზამთრის პიკური მოხმარების ზრდის ტემპებს და ეს ტენდენცია მომდევნო წლების განმავლობაშიც შენარჩუნდება“, -ნათქვამია „საქართველოს ელექტროსისტემის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ