4 თვეში გლდანელებს ახალი პარკი ექნებათ - მერია მშენებლობას ხვალიდან იწყებს

4 თვეში გლდანელებს ახალი პარკი ექნებათ - მერია მშენებლობას ხვალიდან იწყებს

გლდანში ახალი პარკის მშენებლობა იწყება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა. მისივე თქმით, პროექტის განხორციელება ხვალ იწყება და 4 თვეში დასრულდება.

"მინდა ერთი სიახლე გაგიზიაროთ. ვიცი, რომ ამით განსაკუთრებით გლდანის მოსახლეობა გაიხარებს. როცა წინასაარჩევნოდ შეხვედრა მქონდა გლდანის მოსახლეობასთან, მათ დავპირდი, რომ გლდანში განვახორციელებდით პარკის პროექტს. იქ არის საკმაოდ დიდი ტერიტორია, დაახლოებით 13 000 კვადრატული მეტრი. ჩვენ ამ დაპირებას ვასრულებთ. ტენდერი უკვე გამოცხადდა, ხელშეკრულება გაფორმებულია და ხვალ ვიწყებთ ამ პროექტის განხორციელებას. პროექტის ფარგლებში მოეწყობა კალათბურთის მოედანი, ამფითეატრი, სასეირნო სივრცე, სათამაშო მოედნები, ბილიკები და ა.შ. პროექტები 4 თვის განმავლობაში დასრულდება. მე- 6 მიკრორაიონში 4 თვეში ულამაზესი პარკი იქნება", - განაცხადა კალაძემ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ