Washington Post: თბილისში ტემპერატურამ ყველა დროის რეკორდი მოხსნა

Washington Post: თბილისში ტემპერატურამ ყველა დროის რეკორდი მოხსნა

დედამიწის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში არსებულ ქვეყნებში ჰაერის ტემპერატურა რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს, ამის შესახებ Washington Post წერს. სტატიაში სხვა ქვეყნებთან ერთად საუბარია საქართველოზეც.

უჩვეულოდ მაღალია ტემპერატურა ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე. აშშ-ს ჩრდილოეთსა და კანადის სამხრეთ ნაწილში სიცხეს მაღალი ტენიანობა ერთვის. მაგალითად, მონრეალში 2 ივლისს, ბოლო 147 წლის განმავლობაში პირველად დაფიქსირდა 36.6 გრადუსი, 1 ივლისს კი რეკორდულად მაღალი ტემპერატურა და ტენიანობა დაფიქსირდა ოტავაშიც.

უჩვეულო სიცხეს ებრძვის ევროპაც. შოტლანდიაში, გლაზგოსთან ახლოს 28 ივნისს ჰაერი 33 გრადუსამდე გათბა, რაც აღნიშნული ტერიტორიისთვის ძალიან მაღალია. ირლანდიაში 28 ივნისს 32 გრადუსი იყო.

რეკორდულად მაღალია ტემპერატურაა ევრაზიის კონტინენტზეც. Washington Post წერს, რომ თბილისში 4 ივლისს 40.5 გრადუსი დაფიქსირდა, რაც ყველა დროის რეკორდია.

უფრო მაღალი იყო ტემპერატურა 2 ივლისს ერევანში, 42 გრადუსი. დაახლოებით იგივე ტემპერატურაა ახლო აღმოსავლეთშიც, 28 ივნისს ომანში 42 გრადუსი იყო.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ