ორ უმაღლეს სასწავლებელს სტატუსი გაუუქმდა

ორ უმაღლეს სასწავლებელს სტატუსი გაუუქმდა

ილია ჭავჭავაძის სახელობის „საზოგადოება ცოდნას“ და შპს „ინტერბიზნესის აკადემიას“ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი გაუუქმდათ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიდან აცნობეს.

როგორც ცენტრში აღნიშნავენ, ა(ა)იპ - საქართველოს ილია ჭავჭავაძის სახელობის „საზოგადოება ცოდნას“ და შპს „ინტერბიზნესის აკადემიას“ ავტორიზაცია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 2018 წლის 28 ივნისის სხდომაზე გააუქმდათ, შესაბამისად, აღნიშნულ დაწესებულებებს გაუუქმდათ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი.

„აღნიშნულიდან გამომდინარე, ა(ა)იპ - საქართველოს ილია ჭავჭავაძის სახელობის „საზოგადოება ცოდნის“ და შპს „ინტერბიზნესის აკადემიის“ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩარიცხულ სტუდენტებს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე შეუჩერდათ სტუდენტის სტატუსი და მათ უფლება აქვთ მონაწილეობა მიიღონ მობილობაში:

1. სტატუსის შეჩერებიდან 5 წლის განმავლობაში, სწავლის პერიოდის ხანგრძლივობის მიუხედავად;

2. მობილობის საფასურის გადახდის გარეშე.

დამატებით გაცნობებთ, რომ ცენტრის დირექტორის 2018 წლის 3 ივლისის №593/ი ბრძანებით განისაზღვრა 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობის პროცესის ვადები:

ა) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ მობილობის წესით ჩასარიცხი სტუდენტების ადგილების ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა განისაზღვრა 2018 წლის 09 ივლისიდან 23 ივლისის ჩათვლით;

ბ) მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა განისაზღვრა 2018 წლის 25 ივლისიდან 16 აგვისტოს 18:00 საათამდე“, - ნათქვამია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის განცხადებაში.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ