რა ასაკიდან შეიძლება ბავშვის ზღვაზე წაყვანა - ზაფხულში საჭირო რჩევები მშობლებს

რა ასაკიდან შეიძლება ბავშვის ზღვაზე წაყვანა - ზაფხულში საჭირო რჩევები მშობლებს

არის შემთხვევები, როდესაც ზღვაზე დასვენება და მზისა თუ მაგნიტური ქვიშის აბაზანების მიღება ბავშვისთვის აუცილებელია, თუმცა არა ყოველთვის - მშობელმა უნდა იცოდეს, როგორ მოიქცეს, რომ ზღვაზე დასვენებამ სარგებლობა მოუტანოს მის პატარას.

მშობლებისთვის ზაფხულში აქტუალურ და საინტერესო საკითხებზე პედიატრ ლოლა ზვიადაძის ინტერვიუდან შეიტყობთ, რომელიც mkurnali.ge-მ ჩაწერა.

- რა ასაკიდან შეიძლება პატარას ზღვაზე წაყვანა?

- თუ ქალაქში ცხოვრობთ და ჩვილის ზღვაზე წაყვანა გსურთ, უმჯობესია, 3 თვემდე მოიცადოთ. პედიატრთან შეუთანხმებლად ნუ გადაწყვეტთ ამ საკითხს, ვინაიდან კლიმატის შეცვლისას გასათვალისწინებელია სხვა ფაქტორებიც. თუ ზღვის სანაპირო ზოლის მკვიდრი ბრძანდებით, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვილი შეჩვეულია ზღვის კლიმატს და შეგიძლიათ, სიცოცხლის პირველივე დღეებიდან ასეირნოთ სანაპიროზე ჰაერისა და მზის აბაზანების მისაღებად. პატარას ნაზი და თხელი კანი აქვს, რომელსაც სათუთი და ფაქიზი მოპყრობა სჭირდება, ამიტომ მზის აბაზანების დროს მშობლებს განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ - შესაძლოა, ბავშვი დაიწვას.

- ზღვაში ჩვილის ბანაობა თუ შეიძლება?

- უმჯობესია, შეიძინოთ ზღვის მარილი, რომელიც ნებისმიერ აფთიაქში იყიდება, გახსნათ თბილ წყალში ეტიკეტზე მითითებული წესით და პატარას ასეთი წყლის აბაზანები მიაღებინოთ. სასურველია, წყალი მზეზე გაათბოთ. ამ პროცედურის ჩატარება თვით პლაჟზეც შეიძლება, რათა ბავშვმა ერთდროულად მიიღოს წყლის, ზღვის ჰაერისა და მზის აბაზანები. საამისოდ პატარა გასაბერი აუზი გამოიყენეთ.

- როგორ მივაღებინოთ პატარას მზის აბაზანები?

- ჩვილი, რომელიც უკვე იწონის 4,5 კგ-ს, თბილ, უქარო ამინდში მცირე ხნით შეგიძლიათ მზისგულზე დატოვოთ. მზის აბაზანები თავდაპირველად 1-2 წუთს უნდა გაგრძელდეს. თანდათან გაახანგრძლივეთ, მაგრამ ისე, რომ არ გადააჭარბოს 10-15 წუთს. მზიან, მაგრამ გრილ ამინდში პატარას მხოლოდ ფეხები გაუშიშვლეთ, სახე კი დაუფარეთ. ბავშვი რომ არ გადახურდეს, მაგიდაზე დააწვინეთ - ასე ჰაერი ყოველი მხრიდან დაუბერავს და გააგრილებს. თუ მზის სინათლე ინტენსიურია, მაგალითად - პლაჟზე, ბავშვი პირველი 2-3 დღე ჩრდილში უნდა გყავდეთ.

- სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა ზღვისპირა ქვიშაც. როგორ შეიძლება მისი გამოყენება რაქიტის, ძვალსახსროვანი სისტემის პათოლოგიების დროს?

- შავი ზღვის მაგნიტური ქვიშა ჯერ კიდევ XIX საუკუნის შუა წლებიდან არის ცნობილი. მისი ძირითადი მინერალები მაგნიტიტი და ტიტამაგნიტიტია. სუფსასა და ნატანებს შორის 30-50 მ სიგანის 11 კმ-იანი ზოლი მაგნეტიტის სხვადასხვა სახეობით მდიდარ ქვიშას შეიცავს. ზღვა, მზე, მაგნიტური ქვიშა შესანიშნავ პირობებს ქმნის იმ ბავშვების დასასვენებლად და სამკურნალოდ, რომლებსაც ძვალსახსროვანი და ცენტრალური ნერვული სისტემის პათოლოგიები აქვთ.

სამკურნალოდ საჭიროა სუფთა, საშუალო ზომის საცერზე გაცრილი ქვიშა. მას დილით ადრე ცრიან და შიგ ორმოს აკეთებენ; 11-12 საათისთვის, როცა ქვიშა 50-55 გრადუსამდე გათბება, ბავშვს ორმოში აწვენენ და ზედ ცხელ ქვიშას აყრიან. ღიად უტოვებენ თავს, კისერს, გულმკერდს. მზემ რომ არ დაჰკრას, უმჯობესია, თავი ჩეროში, ქოლგის ქვეშ ჰქონდეს მოქცეული. პროცედურის ხანგრძლივობა 2 წუთიდან იწყება და თანდათანობით 15 წუთამდე იზრდება. პროცედურის შემდეგ სხეულიდან ქვიშა უნდა ჩამობერტყოთ, ზეწარი შემოახვიოთ და 10-15 წუთით ჩრდილში დააწვინოთ, მერე კი თბილი წყალი გადაავლოთ. მკურნალობის კურსი 10-15 აბაზანას მოიცავს განაგრძეთ კითხვა

ფოტო: neyasyt.livejournal.com

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ