გამოქვაბულში ჩარჩენილი ფეხბურთელი ბავშვები, შესაძლოა, დღეს გამოიყვანონ - მაშველებმა 11-საათიანი ურთულესი ოპერაცია დაიწყეს

გამოქვაბულში ჩარჩენილი ფეხბურთელი ბავშვები, შესაძლოა, დღეს გამოიყვანონ - მაშველებმა 11-საათიანი ურთულესი ოპერაცია დაიწყეს

მყვინთავები ცდილობენ, ტაილანდში გამოქვაბულში ჩარჩენილი 12 ფეხბურთელიდა მათი მწვრნელი გამოიყვანონ. CNN-ის ინფორმაციით, გამოქვაბულში შესვლისთვის მათ 6 საათი სჭირდებათ, გამოსასვლელად კი - 5 საათი.

უჩვეულო ოპერაციის დეტალების შესახებ დღეს გახდა ცნობილი. ბიჭები თითქმის 2 კვირაა, წყლით ამოვსებულ გამოქვაბულში თავს კლდის შვერილზე აფარებენ.

შაბათ-კვირისთვის წვიმას ვარაუდობენ, რამაც, შესაძლოა, ის ადგილიც წყლით დაფაროს, სადაც ახლა ფეხბურთის გუნდის წევრები იმყოფებიან.

გამოქვებულების კომპლექსიდან დიდი რაოდენობით წყალს ტუმბავენ, თუმცა ვიწრო გვირაბები კვლავ წყლითა და ტალახით არის დაფარული.

ნახეთ, ასევე : გამოქვაბულში ჩარჩენილ ბავშვებს რთული ევაკუაციისთვის ამზადებენ - ფეხბურთელების ახალი ვიდეო გავრცელდა

გამოქვაბულის შესასვლელთან სამხედრო მვინთავები არიან დაბანაკებული, ყვინთვისთვის საჭირო აღჭურვილობით. იქვე იმყოფებიან მოხალისეები და ადგილობრივი მცხოვრებლები, რომლებსაც მაშველებთან საკვები მიაქვთ.

იმის მიუხედავად, რომ ბიჭებმა თითქმის 2 კვირა მიწისქვეშ გაატარეს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი ნარონგსაკ ოსოტანაკორნი ამბობს რომ ბავშვები თავს მხნედ გრძნობენ.

ფეხბურთელები მწვრთნელთან ერთად ექსკურსიაზე გამოქვაბულების კომპლექსში 23 ივნისს შევიდნენ. წყალდიდობის გამო გამოსასვლელი დაიკეტა და ბიჭების პოვნა 9 დღის განმავლობაში ვერ მოხერხდა. საბოლოოდ, მათ ორმა ბრიტანელმა მყვინთავმა მიაგნო. რთული გამოსასვლელის გამო ბავშვების ევაკუაცია ამ დრომდე ვერ მოხერხდა.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე