რა ხდება ჭუბერში, სადაც მდინარე ნენსკრამ ხიდები წაიღო და ცენტრი დატბორა - ფოტოები სოფლიდან

რა ხდება ჭუბერში, სადაც მდინარე ნენსკრამ ხიდები წაიღო და ცენტრი დატბორა - ფოტოები სოფლიდან

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, ჭუბერში გადაღებულ სტიქიის ფოტოებსა და განცხადებას ავრცელებს. სამსახურის ინფორმაციით, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია მათთან არ შესულა.

"უხვი ნალექის შედეგად, სოფელ ჭუბერში მთის ნაწილის ჩამოშლამ მდინარე ნენსკრას ადიდება გამოიწვია. მდინარის კალაპოტიდან გადმოსვლის გამო დაიტბორა მიმდებარე ტერიტორია. ჩამოწოლილმა მეწყერმა და მოვარდნილმა ღვარცოფმა გამოიწვია სოფლებთან დამაკავშირებელი ხიდების დაზიანება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა.

ამ წუთებში, ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური და მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური გადასულია მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე" - ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.

იხლეთ ვიდეო: "ტონიანი ქვები მიაქვს, გზაც წაღებულია. მტერს აქ რომ ჰესი ყოფილიყო..." - რა ხდება ჭუბერში, სადაც მთის ჩამოშლის შემდეგ მდინარე ნენსკრა ადიდდა

სოფელ ჭუბერის მოსახლეობის განცხადებით, მდინარე ნენსკრა ასეთი ადიდებული არასოდეს უნახავთ და ეშინიათ, დღეს ღამით მდინარე კიდევ უფრო არ ადიდდეს.

“ხიდი საერთოდ წაღებულია. ასეთი რამ არავის არ ახსოვს. მესაზღვრეებმა დარეკეს, რომ მთა ჩამოიშალა და გაგვაფრთხილეს, რომ მდინარე დაგუბდა. მერე ერთიანად წამოვიდა და ახლა ცენტრში მოედინება, - განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

კიდევ ერთი ადგილობრივის, მანანა საღლიანის თქმით, ჭუბერის ზედა სოფლები მთლიანად არის მოწყვეტილი გარესამყაროს.

სოფელ ჭუბერის მკვიდრის, გარი ჩხვიმიანის ინფორმაციით, ამ დროისთვის მდინარე ნენსკრას დონემ დაიკლო. როგორც ჩხვიმიანმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, დილით მოსახლეობის დასახმარებლად მდინარის მეორე ნაპირზე გადავიდა, თუმცა ადიდებულმა მდინარემ ხიდი წაიღო და უკან გადმოსვლას ვეღარ ახერხებს.

„საბედნიეროდ, არ გვაქვს ადამიანური მსხვერპლი, თუმცა ხალხს სახლები და მიწის ნაკვეთები წაართვა. ყველა ხიდი წაიღო ორის გარდა, რაც სოფელში არსებობდა. მოსახლეობა ამ სტიქიასთან ბრძოლაში ერთმანეთს ვეხმარებით. დილით გადმოვედი ხალხის დასახმარებლად. მდინარემ ხიდი წაიღო და დავრჩი აქ. ახლა უსაფრთხოდ ვართ, თუმცა მდინარის მეორე ნაპირას ვცხოვრობ. იქით რა ხდება, არ ვიცი. მთელი ღამე წვიმდა და 10 საათის განმავლობაში გუბდებოდა ეს მასა, დილით კი გადმოხეთქა. ეს იცით რამ გამოიწვია? - ე.წ ნენსკრაჰესის მშენებლობამ. ამდენჯერ რომ შეუცვალეს კალაპოტი და ნაგავი ჩაყარეს. ხალხი დატოვა ქვაზე. ასეთი კარგი მთავრობა გვყავს“, - განაცხადა გარი ჩხვიმიანმა.

დღეს ჭუბერში მთის ნაწილი ჩამოიშალა, რამაც მდინარე ნენსკრას ადიდება გამოიწვია. ადიდებულმა მდინარემ რამდენიმე ხიდი წაიღო. დატბორილია მდინარის კალაპოტის მიმდებარე ტერიტორია.

იხილეთ ვიდეო: კადრები ჭუბერიდან, სადაც ადიდებული მდინარე ნენსკრა სოფლის ცენტრში მოედინება - რისი ეშინიათ ადგილობრივებს?

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ