გამოქვაბულში ჩარჩენილმა ბიჭებმა მაშველებთან ერთად გამოსვლა ვერ შეძლეს - ევაკუაცია დღეს ვერ მოხერხდა

გამოქვაბულში ჩარჩენილმა ბიჭებმა მაშველებთან ერთად გამოსვლა ვერ შეძლეს - ევაკუაცია დღეს ვერ მოხერხდა

ექიმების შეფასებით, ტაილანდში გამოქვაბულში ჩარჩენილი 12 ბიჭი და მათი მწვრთნელი არ არიან მზად ევაკუაციისთვის. CNN-ის ინფორმაციით, ფეხბურთელების გუნდის მოსანახულებლად დღეს მაშველების გუნდი შევიდა, ისინი გეგმავდნენ, ბიჭები გარეთ გამოეყვანათ. მყვინთავებმა გამოქვაბულში, სადაც ფეხბურთელები აფარებენ თავს, ჟანგბადი გაუშვეს.

ექიმების თქმით, ორი ბიჭი და მწვრთნელი უჭმელობის გამო გადაღლილები არიან.

შაბათ-კვირას კვლავ წვიმას პროგნოზირებენ, არსებობს საფრთხე, რომ გამოქვაბული, სადაც ბიჭები არიან, წყლით დაიფაროს. დღეს ფეხბურთელების მოსანახულებლად მაშველთა ჯგუფი გამოქვაბულში შევიდა, იმ შემთხვევაში, თუ ბიჭები ფიზიკურად და მორალურად მზად იქნებოდნენ, ფეხბურთელების გუნდის ევაკუაციასაც განახორციელებდნენ.

ჯერჯერობით არ არის ცნობილი, რა გეგმა აქვთ მაშველებს. გამოქვაბულის შესასვლელში პოლიცია, სამედიცინო ბრიგადები, ადგილობრივი მოსახლეობა და ასობით ჟურნალისტია მობილიზებული.

ფეხბურთელები მწვრთნელთან ერთად ექსკურსიაზე გამოქვაბულების კომპლექსში 23 ივნისს შევიდნენ. წყალდიდობის გამო გამოსასვლელი დაიკეტა და ბიჭების პოვნა 9 დღის განმავლობაში ვერ მოხერხდა. საბოლოოდ, მათ ორმა ბრიტანელმა მყვინთავმა მიაგნო. რთული გამოსასვლელის გამო ბავშვების ევაკუაცია ამ დრომდე ვერ მოხერხდა.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე