ადგილობრივი - მდინარის კალაპოტი იზრდება, ირგვლივ არსებულ სახლებს საფრთხე ემუქრება

ადგილობრივი - მდინარის კალაპოტი იზრდება, ირგვლივ არსებულ სახლებს საფრთხე ემუქრება

სვანეთში, სოფელ ნენსკრას ადიდების გამო გარესამყაროს მოწყვეტილი ერთ-ერთი სოფლის, სგურიშის მცხოვრები მინდია გურჩიანი აცხადებს, რომ მდინარის კალაპოტი ყოველწუთიერად იზრდება და მდინარის ირგვლივ არსებულ სახლებს საფრთხე ემუქრება. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ადგილობრივმა მცხოვრებმა, მინდია გურჩიანმა განუცხადა.

“წყლის ნაკადი ისევ იგივე მდგომარეობაშია, იმატებს ყოველ წუთს. კალაპოტი ფართოვდება, მდინარეს ფერდობიდან ჩამოაქვს ნაშალი მასალა, მოაქვს დიდი ქვები, წაიღო გზები და ხიდები. ეზოები დაეტბორა მოსახლეობას. ჩვენს სოფელში მაშველები არ მოსულან და ვერც მოვლენ ალბათ, რადგან აქამდე მოსასვლელი გზა განადგურებულია. ელექტროენერგია არ მოგვეწოდება, არც არავინ შეგვხმიანებია. გარესამყაროს ვართ მოწყვეტილი. სახლები, რომლებიც მდინარის პირას არის, საფრთხის ქვეშა, რა თქმა უნდა“, - განაცხადა მინდია გურჩიანმა.

შეგახსენებთ, რომ სვანეთში, მთის ჩამოშლის შედეგად მდინარე ნენსკრა ადიდდა. შედეგად რამდენიმე სოფელი გარესამყაროს არის მოწყვეტილი.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ