რამდენმა მძღოლმა გახარჯა 100 ქულა ერთ წელში - მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემის შედეგები

რამდენმა მძღოლმა გახარჯა 100 ქულა ერთ წელში - მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემის შედეგები

მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემის ამოქმედებიდან 28 ივნისამდე მინიჭებული ქულების ამოწურვის გამო მართვის უფლება 24 პირს 12 თვით შეუჩერდა.

კერძოდ, 2017 წლის 1 ივლისიდან 2018 წლის 28 ივნისის ჩათვლით მართვის მოწმობაზე ქულები მძღოლებს 24 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო ამოეწურათ, რამაც საბოლოო ჯამში მართვის უფლების შეჩერება გამოიწვია. კერძოდ:

საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა, რომელსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობების, აგრეთვე სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება - 5 შემთხვევა.

მძღოლის მიერ საგზაო ნიშანთან ან მონიშვნასთან დაკავშირებული დარღვევები, ასევე ბუქსირების, გარე სანათი ხელსაწყოთი, ხმოვანი სიგნალით ან საავარიო შუქსიგნალიზაციის სარგებლობის წესების

დარღვევა. ამასთან, სასწავლო სვლის, საცხოვრებელ ზონაში ან საგზაო მოძრაობის წესების, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების პრიორიტეტის ან საჭაპანო სტრანსპორტის მართვის წესების დარღვევა, ასევე მოტოციკლით ან სხვა სატრანსპორტო საშუალებით ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა, რაც საგზაო მოძრაობას აფერხებს ან მოძრაობის უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს - 4 შემთხვევა.

მძღოლის მიერ მობილური კომინიკაციის საშუალებით სარგებლობა - 4 შემთხვევა.

უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთა და მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობა - 3 შემთხვევა.

უწყვეტი ღერძულა ხაზის წლის განმავლობაში განმეორებით გადაკვეთა - 2 შემთხვევა...განაგრძეთ კითხვა

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ