"ვისთან ერთადაც ამ პროფესიას ვეუფლებოდი, წლებია ეტლსაა მიჯაჭვული" - როგორია 36 წლის მამაკაცის ცხოვრება, რომელიც 12 წელია მეტროს მემანქანეა

"ვისთან ერთადაც ამ პროფესიას ვეუფლებოდი, წლებია ეტლსაა მიჯაჭვული" - როგორია 36 წლის მამაკაცის ცხოვრება, რომელიც 12 წელია მეტროს მემანქანეა

მუშაობის რთული სპეციფიკისა და ჯანმრთელობისთვის მავნე სამუშაო გარემოს გარდა, მეტროს მემანქანის პროფესიასთან დაკავშირებული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ის გახლავთ, რომ სუიციდის მცდელობისას, ადამიანები მეტროში, დიდი სისწრაფით მომავალ მატარებელს წინ უხტებიან, რაც ხშირად მემანქანისთვისაც ფატალურად სრულდება - მის ფსიქიკურ და ფიზიკურ მდგომარეობას ანგრევს, ცხოვრების ჩვეული წესით გაგრძელებას ვეღარ ახერხებს... მემანქანის პროფესიის შესახებ დეტალურად 36 წლის რატი კაპანაძეს ვესაუბრეთ, რომელიც ელექტრომატარებლის მემანქანე და ასევე, დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის - "ერთობა 2013"-ის თავმჯდომარე გახლავთ:

- სპეციალობით ინჟინერ-მექანიკოსი ვარ - 2005 წელს ტექნიკური უნივერსიტეტი დავამთავრე. რაკი მაშინ სამსახურის შოვნა ძალზე ჭირდა, მეგობრის რჩევით, მეტროში მემანქანის კურსებზე მისაღები გამოცდების ჩაბარება გადავწყვიტე. ვიფიქრე, დროებით, სანამ ჩემი სპეციალობით დავსაქმდებოდი, ვიმუშავებდი. მისაღები გამოცდები ჩავაბარე - სასწავლო კურსზე ჩავირიცხე. მემანქანის სპეციალობის დაუფლება საკმაოდ ძნელია. ამიტომ უმეტესობა ეტაპობრივად გაირიცხა. საბოლოო გამოცდები 12-მა ადამიანმა ჩავაბარეთ და მემანქანის მართვის მოწმობაც ავიღეთ.

- სასწავლო კურსის შესახებ გვიამბეთ.

- მატარებელს თავიდან ბოლომდე შევისწავლით: ელექტრული სქემებით, პნევმატური, მექანიკური მოწყობილობებით... მოკლედ, მემანქანემ თითოეული ჭანჭიკი უნდა შეისწავლოს, ასევე - გვირაბ-ნაგებობები და სიგნალიზაცია. 3 თვე პრაქტიკულ სწავლებას გავდიოდით. დამოუკიდებელ მემანქანედ მხოლოდ მართვის მოწმობის აღების შემდეგ კი არ ყალიბდები, არამედ - რამდენიმე წლის მერე. აგიხსნით, რას ვგულისხმობ: მართვის მოწმობის აღების მერე, 20 დღე დასვენების საშუალება მოგვცეს, შემდეგ სამსახურში გამოვცხადდი, ოღონდ მეტროში მუშაობის დაწყება ყველაზე დაბალი პოზიციიდან - დეპოს მანევრის მემანქანის თანაშემწეობიდან მომიხდა. დღესაც ასეა: მემანქანემ ყველა საფეხური უნდა გაიაროს, რადგან ძალიან საპასუხისმგებლო საქმე აქვს - მგზავრთა უსაფრთხოება, სიცოცხლე აბარია. ამიტომაც ძალიან რთულ ეტაპებს გადის, რომ მატარებლის მართვა ერთპიროვნულად შეძლოს... შემდეგ ხაზის მემანქანის მანევრის თანაშემწედ გადავედი, მერე კი უკვე დამოუკიდებლად მუშაობა გავაგრძელე და მგზავრთა უსაფრთხოება მომანდვეს. 12 წელია, მემანქანე ვარ.

- მემანქანის პროფესიის დაუფლებას რა პერიოდი სჭირდება?

- ადამიანს დაახლოებით, 3 წელი მაინც სჭირდება, სრულფასოვან მემანქანედ რომ ჩამოყალიბდეს და ამ პროფესიის შესაბამისი ვალდებულება საკუთარ თავზე აიღოს.

- მემანქანის მუშაობის სპეციფიკაზე რას გვეტყვით? რა სიძნელეებთანაა ის დაკავშირებული?

- ჯერ გარემო პირობებზე ვისაუბროთ, თუ როგორი რთულია ადამიანის ჯანმრთელობისთვის: მემანქანეს ყოველდღე დაახლოებით, 8 საათის განმავლობაში გვირაბში, მიწის ქვეშ ყოფნა უწევს. იქ ჟანგბადის არასაკმარისი რაოდენობაა, გვირაბში არსებული ჰაერიც საკმაოდ დაბინძურებულია. რკინის, ტყვიის მტვერი, გვირაბის მავნე ნივთიერებები მემანქანეებისა და იქ მომუშავე პერსონალის ფილტვებში ილექება, რაც ჯანმრთელობაზე ცუდად აისახება. ასევე, აღსანიშნავია, რომ მატარებლის მოძრაობისას მუდმივი ხმაურია, რასაც ჩვენ უკვე შეჩვეულები ვართ და ჩვენი მოვალეობაა, ამ ხმაურს გამუდმებით ვუსმინოთ, რადგან უცხო ხმაური არ შემოიჭრას და საჭირო ზომები მივიღოთ, რომ რამე დაზიანებული არ იყოს. ჩვენი საქმიანობა მხედველობაზეც უარყოფითად მოქმედებს: მოგეხსენებათ, 2 სადგური მიწისზედა უბანზეა. მიწისზედა უბნიდან ქვედაზე გადასვლა მხედველობისთვის ძალიან ცუდია. გამუდმებული ვიბრაცია, რყევები, მუდმივი ელექტრული ველი ჯანმრთელობას ვნებს. ადამიანების სიცოცხლის გარდა (რაც უპირველესია), ძვირად ღირებული ტექნიკა - ელექტრომატარებელი გვაბარია. არის შემთხვევები, როდესაც მატარებელი მწყობრიდან გამოდის - უშუალოდ გვირაბში ფუჭდება. ასეთ დროს მატარებელში მსხდომი მგზავრების სიცოცხლეზე პასუხისმგებელი მხოლოდ მემანქანეა. მან დროულად, 5 წუთის განმავლობაში მართვა უნდა აღადგინოს ან უკიდურეს შემთხვევაში, ევაკუაცია მოახდინოს და მგზავრები უსაფრთხოდ გამოიყვანოს. გვირაბში ვენტილაცია მატარებლების მოძრაობის ხარჯზე ხდება. ამიტომ ჟანგბადის დონე მკვეთრად ეცემა. ასეთ სიტუაციაში, ვისაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, შესაძლოა, ფატალურ შედეგამდეც მივიდეს. ამიტომ ყველა მემანქანე თავისი საქმის დიდი პროფესიონალია. არ ყოფილა შემთხვევა, რომ მემანქანეს საქმისთვის თავის გართმევა გასჭირვებოდა. ამ პროფესიის ადამიანი მუდამ დაძაბულია, მუდმივად კონცენტრირებული უნდა იყოს...განაგრძეთ კითხვა

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ