რა ვითარებაა ჭუბერში და არსებობს თუ არა სტიქიის განმეორების რისკი - საგანგებო სიტუაციების სამსახურის ბოლო ინფორმაცია

რა ვითარებაა ჭუბერში და არსებობს თუ არა სტიქიის განმეორების რისკი - საგანგებო სიტუაციების სამსახურის ბოლო ინფორმაცია

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, უწყების ხელმძღვანელმა მდ. ნენსკრას ხეობა პირადად დაათვალიერა.

მათივე ცნობით, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიდან გადაღებული კადრებიდან ჩანს, რომ ადიდებული მდინარის კალაპოტის არც ერთ მონაკვეთზე არ შეინიშნება დაგუბებული წყლის მასა, რამაც სტიქიის განმეორების რისკი შეიძლება შექმნას.

“სტიქიის ეპიცენტრში რჩება საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ალექსანდრე ხვადაგიანი. ადგილზე, ყველა შესაბამის სამსახურთან ერთად, მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამაშველო ჯგუფები. სოფელ ჭუბერში იმყოფება 150-მდე მაშველი“, - ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნახეთ: ვერტმფრენიდან გადაღებული კადრები - როგორ გამოიყურება სტიქიის ზონა ზემოდან

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ