გამოქვაბულში ჩარჩენილი ბავშვების დასახმარებლად შესული მყვინთავი დაიღუპა

გამოქვაბულში ჩარჩენილი ბავშვების დასახმარებლად შესული მყვინთავი დაიღუპა

მყვინთავი, რომელიც ტაილანდში, გამოქვაბულში ჩარჩენილი ბიჭების გადასარჩენ ოპერაციაში საკუთარი სურვილით ჩაერთო, გვირაბიდან გამოსვლის დროს გარდაიცვალა. CNN-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ტაილანდის ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ.

ყოფილი სერჟანტი სამან კუმანი ადგილობრივი დროით ღამის 2 საათზე გარდაიცვალა. ის ბიჭებისთვის საკვებისა და ჟანგბადის ბალონების გადასაცემად გამოქვაბულში იმყოფებოდა და გამოსვლისას ჰაერის უკმარისობის გამო დაიღუპა.

12 ფეხბურთელისა და მათი მწვრთნელის გადასარჩენად საერთაშორისო ოპერაცია მიმდინარეობს. შაბათ-კვირას სინოპტიკოსები კვლავ წვიმას ვარაუდობენ, ამიტომ არის რისკი, რომ ის ადგილი, სადაც ბიჭები იმყოფებიან, წყლით დაიფაროს.

ნახეთ ვიდეო : გამოქვაბულში ჩარჩენილი ბიჭების გადასარჩენად ჩასული მყვინთავი ჰაერის უკმარისობის გამო დაიღუპა

მაშველების გუნდი ბიჭების მოსანახულებლად და საკვების გადასაცემად გამოქვაბულში გუშინ იმყოფებოდა. იმ შემთხვევაში, თუ ფეხბურთელები ევაკუაციისთვის მზად იქნებოდნენ, მყვინთავები მათ გამოყვანას შეეცდებოდნენ, თუმცა ექიმების დასკვნით, ბიჭები, მათი მდგომარეობის გათვალისწინებით, ურთულეს ოპერაციაში მონაწილეობას ვერ შეძლებდნენ. მაშველები გამოქვაბულის კომპლექსიდან ფეხბურთელების გარეშე დაბრუნდნენ, სამან კუმანი სწორედ გარეთ გამოსვლის დროს გარდაიცვალა.

ბიჭების გადასარჩენად ოპერაციაში, გარდა ტაილანდელი მყვინთავებისა, ჩართულები არიან საერთაშორისო ექსპერტებიც.

საფეხბურთო გუნდი ექსკურსიაზე 23 ივნისს წავიდა, ისინი უკან აღარ დაბრუნდნენ. გაუჩინარებიდან 9 დღის შემდეგ ბიჭებს გამოქვაბულში ორმა ბრიტანელმა მყვინთავმა მიაგნო.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე