"ახლა რომ ვუყურებ ვერ ვიჯერებ რომ ეს ჩემს მუცელში ცხოვრობდა" - ნუკი კოშკელიშვილის მშობიარობას ქმარი და დედა დაესწრო

"ახლა რომ ვუყურებ ვერ ვიჯერებ რომ ეს ჩემს მუცელში ცხოვრობდა" - ნუკი კოშკელიშვილის მშობიარობას ქმარი და დედა დაესწრო

მოდელი და წამყვანი ნუკი კოშკელიშვილი რამდენიმე დღის წინ დედა გახდა, მას ვაჟი ოლივერ (ნიკოლასი) შეეძინა, რომელიც ამერიკაში დაიბადა.

როგორ ჩაიარა მშობიარობამ და ვინ ეხმარება ახალგაზრდა ნუკის და ბენს პირველი შვილის აღზრდაში, ამის შესახებ "რეიტინგს" ნუკი კოშკელიშვილმა ამერიკიდან უამბო.

- ნუკი, პირველ რიგში გილოცავთ პირველი შვილის შეძენას, მოგვიყევით როგორ ჩაიარა მშობიარობამ და როგორ გრძნობს თავს პატარა?

- ძალიან დიდი მადლობა, მეც და პატარაც კარგად ვართ. როგორც იქნა გამოძვრა:) ძალიან დიდი ხანი გამეწელა ეს ორსულობა. თითქმის 10 თვე ვიყავი ორსულად, თავი სპილო მეგონა და არც შევცდი, პატარა სპლიყვი გამიჩნდა. ოლივერი დაიბადა 4 კილო და 53 სანტიმეტრი, ახლა რომ ვუყურებ ვერ ვიჯერებ რომ ეს ჩემს მუცელში ცხოვრობდა.

- თქვენი ორსულობა ძალიან დიდხანს გაგრძელდა, ხუმრობდით კიდეც, რომ ქრონიკული ორსულობა გქონდათ, საკესირო კვეთით გააჩინეთ პატარა?

- არა, მადლობა ღმერთს საკეისრო არ დამჭირდა, თუმცა დაჩქარება მომიწია.

- ბენი დაესწრო მშობიარობას?

- კი, ბოლო წუთამდე არ ვიყავი დარწმუნებული რამდენად კარგი აზრი იყო მისი დასწრება. თუმცა ახლანდელი გადმოსახედიდან არც ერთი წუთი არ ვნანობ, მგონია რომ ამაზე მაგარი არაფერი მომხდარა ჩვენს ცხოვრებაში. ასეთმა გამოცდილებამ ათასჯერ უფრო დაგვაახლოვა. განაგრძეთ კითხვა

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს