დატბორილი სოფლები და მიტოვებული სახლები - ჭუბერის სტიქია ფოტოებში

დატბორილი სოფლები და მიტოვებული სახლები - ჭუბერის სტიქია ფოტოებში

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში რთული ვითარებაა. საქართველოს სამთავრობო უწყებები 24 საათზე მეტია სტიქიას ებრძვიან. საგანგებო რეჟიმში განაგრობს მუშაობას ჭუბერში შექმნილი საგანგებო შტაბი.

სინოპტიკოსები მესტიაში კვლავ წვიმას ელოდებიან. შეინიშნება მდინარე ნენსკრას დონის მატებაც. დატბორილია სახლები, საკარმიდანო ნაკვეთები, მოგლეჯილია ხეები და განადგურებულია ინფრასტრუქტურა, მათ შორის ხიდები. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სტიქიის ზონაში 4 განადგურებული ხიდის ნაცვლად დროებით ხიდებს განათავსებენ, რათა მოსახლეობამ შეუფერხებლად შეძლოს ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასვლა.

სტიქიის ზონის სოფლებიდან ევაკუირებულია რამდენიმე ოჯახი, რომლებმაც გუშინდელი ღამე მეზობელ სოფლებში, ნათესავებთან გაათენეს. დღის განმავლობაში მაშველებმა ევაკუირებული მოსახლეობის სახლებიდან მათი ნივთების გამოტანა დაიწყეს.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოსახლეობას სასმელი წყალი დაურიგა, რადგან წყლის სისტემის დაზიანების გამო, დაზარალებულ ოჯახებს არ მიეწოდებოდათ სასმელი წყალი.

ვერტმფრენი 24 საათიან რეჟიმში აკონტროლებს სიტუაციას და წყლის დონის მატების შემთხვევაში, დამატებითი ზომები იქნება მიღებული.

ფოტო: გიორგი ჟამერაშვილი, ნარიტა ჩხაიძე

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ