მეფუტკრე, რომელსაც შარშან სტიქიამ ფუტკრის 1014 ოჯახი გაუნადგურა, მზადაა ჭუბერში სტიქიით დაზარალებულ მეფუტკრეებს ფუტკრის ოჯახები საჩუქრად გადასცეს

მეფუტკრე, რომელსაც შარშან სტიქიამ ფუტკრის 1014 ოჯახი გაუნადგურა, მზადაა ჭუბერში სტიქიით დაზარალებულ მეფუტკრეებს ფუტკრის ოჯახები საჩუქრად გადასცეს

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის "თაფლი საჩინო" თავმჯდომარე მინდია ქავთარაძე მზად არის სამეგრელო-ზემო-სვანეთის რეგიონში სტიქიის შედეგად დაზარალებულ მეფუტკრეებს ფუტკრის ოჯახები საჩუქრად გადასცეს, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.როგორც მინდია ქავთარაძემ აღნიშნა, მისი სურვილია, რომ დაზარალებულთა დახმარებაში თავისი წვლილი შეიტანოს.

"მე ძალიან კარგად მესმის ყველა იმ ფერმერის, რომელთაც სტიქიამ ფუტკრის ოჯახები გაუნადგურა. ასეთ დროს თანადგომას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. მსგავს სიტუაციაში მეც აღმოვჩნდი 2017 წელს, როდესაც აბაშაში სამომთაბაროდ გადაყვანილი 1014 ფუტკრის ოჯახი ადიდებულმა რიონმა ერთ ღამეში გამინადგურა. საქმიანობის გაგრძელება სახელმწიფოს დახმარებით შევძელი. მინდა ჩემი წვლილი შევიტანო დაზარალებულთა დახმარებაში, საჩუქრად გადავცე ფუტკრის ოჯახები და ვანუგეშო“, - აღნიშნა მინდია ქავთარაძემ.

2017 წელს, სტიქიის შედეგად დაზარალებულმა მინდია ქავთარაძემ საფუტკრე მეურნეობის აღდგენა სახელმწიფო პროგრამებში - „აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამა“, „შეღავათიანი აგროკრედიტი“ და „მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა“ - ჩართვით შეძლო. ფერმერს დახმარება ავსტრიის განვითარების სააგენტომაც (ADA) გაუწია.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ